შინაარსზე გადასვლა

იყალთო (თელავის მუნიციპალიტეტი)

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ იყალთო (მრავალმნიშვნელოვანი).
სოფელი
იყალთო
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე კახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი თელავის მუნიციპალიტეტი
თემი იყალთო
კოორდინატები 41°56′50″ ჩ. გ. 45°23′22″ ა. გ. / 41.94722° ჩ. გ. 45.38944° ა. გ. / 41.94722; 45.38944
ცენტრის სიმაღლე 700
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 2034[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,8 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
იყალთო (თელავის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
იყალთო (თელავის მუნიციპალიტეტი)
იყალთო (თელავის მუნიციპალიტეტი) — კახეთის მხარე
იყალთო (თელავის მუნიციპალიტეტი)
იყალთო (თელავის მუნიციპალიტეტი) — თელავის მუნიციპალიტეტი
იყალთო (თელავის მუნიციპალიტეტი)

იყალთო — სოფელი საქართველოში, თელავის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთაზე. თემის ცენტრი. ზღვის დონიდან 700 მეტრი, თელავიდან 7 კილომეტრი. სოფლის მახლობლად დგას იყალთოს მონასტერი. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 2034 ადამიანი.

შუა საუკუნეებში წარმოადგენდა მძლავრ, კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრს საქართველოში, რასაც საფუძველი ჩაუყარა ერთ-ერთი ასურელი მამის — ზენონის მიერ დაწყებულმა სამონასტრო კომპლექსმა. XI-XII საუკუნეებში აქ არსებობდა საქართველოს ერთ-ერთი უმაღლესი სასწავლებელი — იყალთოს აკადემია, რომელიც ცნობილი ქართველი სასულიერო მოღვაწის, ფილოსოფოსის, მწერლისა და ჰიმნოგრაფის არსენ ვაჩეს ძე იყალთოელის მეურვეობისა და დავით აღმაშენებლის ხელშეწყობით დაარსდა. არსენივე იყო აკადემიის პირველი რექტორიც. სოფელში მისდევენ მევენახეობას. მოქმედებს ღვინის პირველადი გადამუშავების ქარხანა, ფუნქციონირებს რუსთაველის სახელობის სახალხო უნივერსიტეტი.

აღწერის წელი მოსახლეობა
2002 2365[2]
2014 2034[1]
  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 27 ივლისი 2016.
  2. 2002 წლის აღწერის მონაცემები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-19. ციტირების თარიღი: 2016-07-27.