თელავის ძველი სახელოსნოები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თელავის ძველი სახელოსნოებიამქრული ორგანიზაცია, ისტორიული ძეგლი, ერთ-ერთი მათგანი (დერციკების) მდებარეობდა ორიგუბის ქუჩაზე.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XIX საუკუნის დასასრულსა და XX საუკუნის დასაწყისში თელავში ხელოსნები ამქრულ ორგანიზაციებში ერთიანდებოდნენ. ასეთი ქალაქში რამდენიმე იყო: დერციკების (თერძების), დურგლების, მეწვრილმანეების, სირაჯების და სხვა. ზოგ მათგანს სალხინო ბაღი ჰქონდა მოწყობილი, რომელსაც ქვითკირის ზღუდე ჰქონდა შემოვლებული. ამქარში გაერთიანებული ხელოსნები, შეგირდის დასალოცად, აქ ნადიმებს მართავდნენ, ეს ხდებოდა ამქრის დღეს - ამქრობაზე. ზეიმი სამ-ოთხ დღეს გრძელდებოდა ხშირად ჩვეულებრივი მოსახლეობაც აგროვებდა ფსონს და ლხინს ამ ბაღში მართავდა. ბაღში იდგა ქვითკირის შენობა, რომლის კედლებზე ქვაში, ამქრების საქმიანობიდან გამომდინარე ნიშნები იყო აღბეჭდილი. ამასთან, ამოკვეთილი იყო ხელოსნების გვარი, სახელი და მამის სახელი.

ამგვარი სახლი დგას დერციკების ბაღში. შენობის წინ გაგრძელებულ ქვითკირის კედელში დატანებულია სამი ბრტყელი ქვა. პირველზე - 43 ხელოსნის ინიციალი და გვარია ამოკვეთილი, მეორე ქვაზე, ფერებით, ვაზია დახატული. ამასთან, მაკრატელი, ნახევარადლი, ყვავილები და წარწერაა ამოკვეთილი

ვიკიციტატა
„ეს ქვა შევწირე გ. ქოვლიევი“

იქვე 13 ხელოსნის ინიციალიცაა. მესამე ქვაზე, დახატულია მუზარადი და ორი მტრედი, ქვემოთ კი 26 კაცის გვარი და ინიციალია. სამივე ქვაზე 82 ხელოსნის გვარ-სახელია ამოტვიფრული.

სირაჯების სალხინო ბაღშიმდგარი შენობა საცხოვრებლად არის გადაკეთებული. ბაღს ქვითკირის ზღუდე აქვს შემოვლებული.

მეწვრილმანეების სალხინო ბაღი მდებარეობს სირაჯების ბაღის დასავლეთით. ბაღის თავში მდგომი შენობიდან მხოლოდ კედლების ნაშთია შემორჩენილი. კედელში დატანებულ ქვაზე სასწორი და შაქრის თავია ამოკვეთილი. ქვაზე წარწერაა:

ვიკიციტატა
„თვალი მეწვრილმანეების ამქრის ბაღი. ნასყიდი არის 1905 წ. მაისის 3-ს“

დურგლების სალხინო ბაღის ტერიტორიაზე ამჟამად წყალთა მეურნეობის შენობა დგას.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]