შინაარსზე გადასვლა

პტოლემე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პტოლემე
ძვ. ბერძნ. Κλαύδιος Πτολεμαῖος
დაბ. თარიღი 100[1] [2] [3] [4]
დაბ. ადგილი სავარ. Ptolemais Hermiou, ეგვიპტე, რომის იმპერია[5]
გარდ. თარიღი 170[6] [3] [4]
გარდ. ადგილი სავარ. ალექსანდრია, ეგვიპტე, რომის იმპერია[7]
მოქალაქეობა ძველი რომი
საქმიანობა მათემატიკოსი[8] , გეოგრაფი[8] , ასტრონომი[8] , ასტროლოგი, მუსიკის თეორეტიკოსი, ფილოსოფოსი, მუსიკოლოგი, ეპიგრამატისტი და მწერალი[9]
მუშაობის ადგილი ალექსანდრიის ბიბლიოთეკა
გავლენა მოახდინეს

კლავდიოს პტოლემე[10] (ძვ. ბერძნ. Κλαύδιος Πτολεμαίος, ლათ. Claudius Ptolemaeus; დ. დაახ. 100 — გ. დაახ. 170, ალექსანდრია) — ძველი ბერძენი მათემატიკოსი, ასტრონომი და გეოგრაფი. შეიმუშავა ე. წ. გეოცენტრული სამყაროს სისტემა.

ცხოვრება და მოღვაწეობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პტოლემეს შესახებ ზუსტი ბიოგრაფიული ცნობები არა გვაქვს. ცნობილია, რომ უმეტესად ცხოვრობდა ალექსანდრიაში, სადაც 127-151 წლებში ასტრონომიულ დაკვირვებებს ახდენდა. გარდაიცვალა დაახლოებით 168 წელს. პტოლემეს ძირითადი ნაშრომია „ასტრონომიის დიადი მათემატიკური გადმოცემა 13 წიგნად“ (არაბული სახელწოდება „ალმაგესტი“), რომელშიც მთელი იმდროინდელი ასტრონომიული ცოდნაა სისტემატურად თავმოყრილი. ამ წიგნს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ზღვაოსნობისა და დედამიწის პუნქტების გეოგრაფიული კოორდინატების განსაზღვრისათვის, ციურ სხეულთა მდებარეობების წინასწარი გამოთვლისათვის. XVII საუკუნეში, ჰელიოცენტრული სისტემის დამკვიდრების პროცესში კოპერნიკისა და კეპლერის ცხრილების გამოქვეყნების შემდეგ, პტოლემეს შრომამ პრაქტიკული მნიშვნელობა დაკარგა.

პტოლემეს მეორე მნიშვნელოვანი ნაშრომია „გეოგრაფიის სახელმძღვანელო“ 8 წიგნად, რომელშიც მაშინდელი გეოგრაფიული ცოდნაა თავმოყრილი. პტოლემემ დაამუშავა კარტოგრაფიული პროექციის თეორია. მოგვცა 8000 პუნქტის კოორდინატები. ნაშრომს ახლავს დედამიწის ზედაპირის 27 რუკა.

პტოლემემ შეადგინა „მეფეთა ქრონოლოგიური კანონი“, რომელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს მეფეების მოღვაწეობის თარიღთა დასადგენად. დაწერა 5-ტომიანი ტრაქტატი ოპტიკის შესახებ, რომელშიც არის სარკეების თეორია, ჰაერიდან მინასა და წყალში სხივის გადასვლისას გარდატეხის კუთხეების ცხრილი, ასტრონომიული რეფრაქციის თეორია და ცხრილები. ეს ტრაქტატი დაკარგულად მიაჩნდათ. 1801 წელს აღმოაჩინეს მისი არაბულიდან ლათინურად თარგმნილი ტექსტი.

მის პატივსაცემად, მთვარის ერთ-ერთ კრატერს დაარქვეს პტოლემე.

  1. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. Deutsche Nationalbibliothek Record #118641786 // Gemeinsame Normdatei — 2012—2016.
  3. 1 2 Complete Dictionary of Scientific Biographyდეტროიტი: Charles Scribner's Sons, 2008. — ISBN 978-0-684-31559-1
  4. 1 2 Bell A. Encyclopædia BritannicaEncyclopædia Britannica, Inc., 1768.
  5. Encyclopedia.comHighBeam Research.
  6. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  7. MacTutor History of Mathematics archive — 1994.
  8. 1 2 3 abART
  9. Library of the World's Best Literature / C. D. Warner — 1897.
  10. გიგინეიშვილი კ. „ბერძნული და რომაული საკუთარი სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი“ : საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია, ენათმეცნიერების ინსტიტუტი, თბილისი, 1985, გვ. 86