კისუმუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
კისუმუ
ინგლ. Kisumu
ქვეყანა კენიის დროშა კენია
პროვინცია (კენია)|კენიის პროვინციები|პროვინცია ნიანზა
კოორდინატები 00°06′00″ ს. გ. 34°45′00″ ა. გ. / 0.10000° ს. გ. 34.75000° ა. გ. / -0.10000; 34.75000
ქალაქის მერი სემ ოკელო
დაარსდა 1901
ცენტრის სიმაღლე 1131
მოსახლეობა 388 311 კაცი (2009)
სასაათო სარტყელი UTC+3
ოფიციალური საიტი http://kisumu.go.ke
კისუმუ — კენია
კისუმუ

კისუმუ (ინგლ. Kisumu) — სიდიდით მესამე ქალაქი კენიის დასავლეთ ნაწილში. 2009 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 388 311 ადამიანს[1]. ქალაქი წარმოადგენს ნიანზის პროვინციის ადმინისტრაციულ ცენტრს. ვიქტორიის ტბაზე მდებარე პორტი რკინიგზის ხაზის საშუალებით უკავშირდება მომბასის პორტს (ინდოეთის ოკეანეზე). ქალაქთან ახლოს მდებარეობს უმსხვილესი შაქრის ქარხანა. ქალაქის სიმაღლე ზღვის დონიდან შეადგენს 1131 მეტრს[2].

ქალაქი დაარსდა 1901 წელს, როგორც ტერმინალი უგანდის რკინიგზაზე და თავდაპირველად პორტ-ფლორენსის სახელს ატარებდა (რკინიგზის მშენებლობის ხელმძღვანელის რ. ო. პრესტონის ცოლის — ფლორენს პრესტონის პატივსაცემად). ქალაქის (city) სტატუსი მიიღო 1996 წელს. კისუმუ სასოფლო-სამეურნეო რაიონის ცენტრია (შაქრის ლერწამი, მარცვლეული კულტურები, მესაქონლეობა). მოქმედებს ტექსტილის, (ბამბის ქსოვილები), ტყავის ფეხსაცმელების, საკვები (შაქრის წარმოება, თევზის გადამუშავება) მრეწველობის საწარმოები. მიმდინარეობს გემთმშენებლობა და მათი რემონტი, განვითარებულია თევზჭერა.

ქალაქიდან შორიახლოს მდებარეობს რამდენიმე ბუნების დაცვის ობიექტი (კისუმუს ნაკრძალი, ნდერეს კუნძულის ეროვნული პარკი), სადაც შეიძლება შევხვდეთ ბაბუინებს და ბეჰემოთებს.

აშშ-ის პრეზიდენტის ბარაკ ობამას ბებია — სარა ობამა ცხოვრობს ქალაქიდან 60 კმ-ში მდებარე სოფელ კოგელოში[3].

1980 წელს ქალაქში გაიხსნა კისუმუს მუზეუმი[4].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Geohive. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-03-03. ციტირების თარიღი: 2015-12-04.
  2. Kisumu, Kenya Page. Fallingrain Global Gazetteer. ციტირების თარიღი: 2013-12-26.
  3. Mu Xuequan. Obama's grandmother set to attend inauguration. chinaview.cn. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-27. ციტირების თარიღი: 2009-03-11.
  4. Kisumu. National Museums of Kenya. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-12-18. ციტირების თარიღი: 2014-03-15.