R.E.M.

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
R.E.M.
Padova REM concert July 22 2003 blue.jpg
ბიოგრაფია
მეტსახელი Hornets Attack Victor Mature
Bingo Hand Job
It Crawled from the South
წარმოშობა ათენი,ჯორჯია, აშშ
ჟანრ(ებ)ი ალტერნატიული როკი
კოლეჯური როკი
ჯენგლ პოპი
აქტიური 1980–2011
ლეიბლ(ებ)ი I.R.S.
Warner Bros.
ასოციაციები Automatic Baby
The Baseball Project
Hindu Love Gods
The Minus 5
Tuatara
საიტი remhq.com
ყოფილი წევრები მაიკლ სტაიპი
პიტერ ბაკი
მაიკ მილსი
ბილ ბერი

R.E.M.ამერიკული როკ-ჯგუფი, რომელიც დაარსდა ჯორჯიის შტატში 1980 წელს, მაიკლ სტაიპის (ვოკალი), პიტერ ბაკის (გიტარა), მაიკ მილსის (ბას გიტარა) და ბილ ბერის (დასარტყმელი საკრავები) მიერ. ეს იყო ალტერნატიული როკის ერთ-ერთი პირველი ცნობილი ჯგუფი, რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა ბაკის თავისებური დაკვრის მანერითა და სტაიპის ვოკალით. ჯგუფის პირველი სინგლი Radio Free Europe, რომელიც 1981 წელს გამოვიდა, იქცა ნამდვილ ჰიტად. დღემდე მათი ყველაზე ცნობილი დისკებია Out of Time (1991) და Automatic for the People (1992). 2007 წელს ჯგუფი შეყვანილი იქნა როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში.

2011 წელს ჯგუფი ოფიციალურად დაიშალა.[1]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შექმნა: 1980–1981[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1980 წლის იანვარში მაიკლ სტაიპმა და პიტერ ბაკმა მუსიკალურ მაღაზიაში გაიცნეს ერთმანეთი. ვინაიდან ორივეს მსგავსი მუსიკალური გემოვნება ჰქონდა, მოგვიანებით გადაწყდა, რომ შეიქმნებოდა მუსიკალური ჯგუფი. მათ შეუერთდნენ მაიკ მილზი და ბილ ბერი[2], რომლებიც ერთად ჯერ კიდევ სკოლის პერიოდიდან უკრავდნენ. გადაწყდა, რომ ისინი რამდენიმე სიმღერას ჩაწერდნენ, თუმცა დიდი გეგმები არ ჰქონიათ. ჯგუფს ჯერ კიდევ სახელი არ ჰქონია, როდესაც თვეების მანძილზე რეპეტიციებით იყო დაკავებული. 1980 წლის 5 აპრილს მეგობრის დაბადების დღეზე, რომელიც ყოფილ და უმოქმედო ეკლესიაში იქნა აღნიშნული, შედგა კვარტეტის პირველი დიდი მნიშვნელოვანი გამოსვლა. სტაიპმა კოლექტივი წარადგინა, როგორც R.E.M. - მას შემდეგ, რაც ეს სიტყვა შემთხვევით აღმოაჩინა ერთ-ერთ ლექსიკონში. საგულისხმოა, რომ იყო სახელწოდებების სხვა ვერსიებიც - Twisted Kites, Cans of Piss და Negro Wives.[3]

ოთხეულმა დაანება თავი სკოლას და ყურადღება მუსიკაზე გადაიტანა[4]. მან მენეჯერიც აირჩია - ჯეფერსონ ჰოლტი, მუსიკალური მაღაზიების თანამშრომელი, რომელიც ჩეპელ ჰილში (ჩრდ. კალიფორნია) ცხოვრობდა და ამის გამო ათენში გადასახლდა.[5] ადგილობრივ წრეებში ჯგუფის წარმატება მალე გამოჩნდა. R.E.M. სულ უფრო მეტ მსმენელს იზიდავდა[6], რამაც გამოიწვია ათენის მუსიკალური საზოგადოების უკმაყოფილება. წელიწადნახევარი R.E.M. მოგზაურობდა აშშ-ს სამხრეთ ნაწილში. მაგრამ საკონცერტო ტურს სირთულეებიც ახლდა - საგასტროლო სქემები ალტერნატიული მუსიკის შემსრულებელთათვის მაშინ ჯერ არ არსებობდა. R.E.M. მგზავრობდა ძველი ლურჯი ფურონით, რომელსაც ჰოლტი მართავდა, ძირითადად კი წევრები იკვებებოდნენ მხოლოდ სოციალური დახმარებით, დღეში 2 დოლარით.[7]

1981 წლის ზაფხულში ჯგუფმა ჩაწერა პირველი სინგლი Radio Free Europe. ჩაწერას ჩრდ. კაროლინის ქალაქ უინსტონ სეილემში ხელმძღვანელობდა მიტჩერ ისტერი. სინგლი დამოუკიდებელ ლეიბლზე Hib-Tone 1000-იანი ტირაჟით გამოვიდა[8], მაგრამ მალე გაიყიდა. მიუხედავად პრესაში არც თუ აქტიური განხილვებისა, კრიტიკოსებმა იგი აღიარეს, ხოლო ნიუ-იორკ ტაიმზი მას წლის სინგლების 10-ეულშიც ასახელებდა.[9]

I.R.S. Records და საკულტო წარმატება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1981 წლის ოქტომბერში R.E.M.-ის მიერ ჩაწერილი იქნა მინი-ალბომი Chronic Town. დაგეგმილი იყო მისი დამოუკიდებელ ლეიბლზე Dasht Hopes გამოცემა.[10] მიუხედავად ამისა, ლეიბლმა I.R.S. Records შეიძინა ჩანაწერი, რომელიც მანამდე თვეებით ადრე პროდიუსერ ესტერთან ერთად მომზადდა.[11] დიდი ლეიბლის RCA Records მისამართით ნასროლი უარი I.R.S. Records-ის სასარგებლოდ იყო. მანვე გამოსცა აღნიშნული მინი-ალბომი. ჟურნალმა New Musical Express შეაფასა სიმღერის იდუმალი აურა და აღნიშნა, რომ ჯგუფის სიმღერები დამაჯერებლად ჟღერს.

I.R.S. Records-ის დახმარებით ჯგუფმა გაიცნო პროდიუსერი სტივენ ჰეგუ. მაგრამ იგი ყურადღებას ამახვილებდა ჯგუფის ტექნიკურ სრულყოფაზე. მათ მოითხოვეს მიტჩ ისტერის დაბრუნება. ლეიბლი ამაზე დათანხმდა.[12]

უდიდესი წარმატება: 1987–1993[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დონ გეიმენს არ შეეძლო ჯგუფის მეხუთე ალბომზე პროდიუსერად მუშაობა, ამიტომ მან ეს საქმე სკოტ ლიტს ანდო.[13] ლიტი ამის შემდეგ R.E.M.-ის კიდევ ხუთ ალბომზე მუშაობდა. Document (1987) შეიცავდა სტაიპის პოლიტიკური ქვეტექსტების მქონე ტექსტებს, განსაკუთრებით სიმღერებში "Welcome To the Occupation" და "Exhuming McCarthy", რომელიც 1980-იან წლებში ამ ქვეყანაში კონსერვატიულ რეჟიმზე რეაქციას წარმოადგენდა.[14] ეს იყო ჯგუფისათვის უდიდესი წარმატების მომტანი ჩანაწერი. მისმა სინგლმა The One I Love დაიკავა აშშ-ს, ბრიტანეთისა და კანადის ჩარტების მაღალი პოზიციები. ამ წარმატების ფონზე, ჟურნალმა როლინგ სტოუნი R.E.M.-ს ამერიკის საუკეთესო როკ ენ როლ ჯგუფი უწოდა.

თუმცა, აშშ-ს გარეთ R.E.M.-ის ალბომების გაყიდვები არაშთამბეჭდავი იყო და კოლექტივი ლეიბლ Warner Bros. Records-ზე გადავიდა. აქ მან გამოსცა კრებული Eponymous, რომელიც მოიცავდა მის ძირითად სინგლებსა და ისვიათ სიმღერებს. 1988 წელს ჯგუფმა ლეიბლზე გამოუშვა ახალი სტუდიური ალბომი Green, ჩაწერილი ნეშვილში. აქ ოთხეული ახალ ჟღერადობასთან ცდებს ატარებდა, თუმცა შეიმჩნეოდა ექსპერიმენტები ტექსტებთან - ვიეტნამის ომისა და ცივი ომის თემებზე. მსოფლიოში გაიყიდა ამ ალბომის ოთხი მილიონი ასლი. ჯგუფმა მის მხარდასაჭერად მოაწყო თავის ისტორიაში დღემდე ყველაზე მასშტაბური ტურნე, რომელსაც ახლდა სასცენო პროექციებისა და ფილმების ჩვენებაც. შემდეგ ჯგუფმა ერთი წლით შეისვენა.

1990 წლის შუა თვეებში ჯგუფი კვლავ შეიკრიბა, ალბომის Out of Time ჩასაწერად. აქ უკვე გამოიყენებოდა როკ-მუსიკისათვის ნაკლებად ტრადიციული მანდოლინა, ორგანი და აკუსტიკური გიტარები. 1991 წლის მარტში გამოცემულმა ამ დისკმა ჯგუფი პირველად მოახვედრა აშშ-სა და ბრიტანეთის ჩარტების სათავეებში. ალბომი მხოლოდ შტატებში 4.2 მილიონი ასლის ოდენობით გაიყიდა, ხოლო 1996 წლისათვის გაყიდული იყო მისი 12 მილიონი ასლი. წამყვანი სინგლი Losing My Religion მსოფლიო ჰიტად იქცა, რომელიც არა მხოლოდ რადიოეთერში, არამედ მუსიკალური არხების ეთერში დიდი პოპულარობით სარგებლობდა. მეორე სინგლი, Shiny Happy People ასევე ჰიტად იქცა და შტატების ჩარტის #10 ადგილზე მოხვდა. ჯგუფს მან გრემის ჯილდოს შვიდი ნომინაცია მოუტანა. აქედან R.E.M.-მა სამი მიიღო: საუკეთესო ალტერნატიული მუსიკალური ალბომისა და კლიპისათვის (საუკეთესო მოკლე მუსიკალური ვიდეო და საუკეთესო პოპ შესრულება ჯგუფის ან დუეტის მიერ ვოკალის თანხლებით). პრომო ტურნეს ადგილი არ ჰქონია, თუმცა ჯგუფმა რამდენიმე შოუ გამართა, მათ შორის - სერიიდან MTV Unplugged.

თვეების შემდეგ, 1991 წელს ჯგუფი სტუდიას დაუბრუნდა და ჩაწერა Automatic for the People. ამჯერად დაგეგმილი იყო Out of Time-ზე უფრო მძიმე მუსიკალური ფორმების გამოყენება. სიმღერების ნაწილი შეიცავდა ლედ ზეპელინის ყოფილ ბას-გიტარისტ ჯონ პოლ ჯონსის მიერ არანჟირებულ სიმებიანი ინსტრუმენტების პარტიებს. ბრიტანეთის ჩარტში ალბომმა #1, ხოლო აშშ ჩარტში - #2 ადგილი დაიკავა. მასში შეტანილია ჰიტებად ქცეული სიმღერები "Drive", "Man on the Moon" და "Everybody Hurts". ალბომი მსოფლიო მასშტაბით 10 მილიონამდე ასლის ოდენობით გაიყიდა. მას ასევე არ მოჰყოლია საკონცერტო ტურნე, თუმცა მოჰყვა ჭორები იმის შესახებ, თითქოს სტაიპი კვდებოდა და სწორედ ამიტომ ამბობდა უარს ტურნეზე. ჯგუფმა ეს ჭორები უარყო.

Monster და New Adventures in Hi-Fi: 1994–1996[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შემდეგი ალბომი, Monster, წინა დისკებთან შედარებით, უფრო უხეში ჟღერადობით გამოირჩეოდა და შეიცავდა 1970-იანი წლების გლემ როკის ელემენტებს. იგი ასევე მოხვდა აშშ-სა და ბრიტანეთის ჩარტების სათავეებში და გაიყიდა ცხრა მილიონამდე ასლის ოდენობით. სინგლები "What's the Frequency, Kenneth?" და "Bang and Blame" მოხვდნენ აშშ-ს საუკეთესო 40-ეულში - უკანასკნელად ჯგუფის ისტორიაში, თუმცა ბრიტანეთში სინგლები 30 საუკეთესო სიმღერის სიაში მოხვდნენ.

1995 წლის იანვარში ჯგუფმა. პირველად ექვსი წლის შემდეგ დიდი ტურნე დაიწყო. კომერციული კუთხით მას წარმატება ჰქონდა, მაგრამ ეს იყო ჯგუფის ისტორიაში რთული პერიოდი. 1 მარტს შვეიცარიში კონცერტის დროს ბერი სცენაზე დაეცა. მას ტვინის ანევრიზმის დიაგნოზი დაუსვეს. ერთ თვეში ის გამოჯანმრთელდა, მაგრამ ამას მოჰყვა სხვა უსიამოვნებათა მთელი სერია. ივლისში მილსს ჩაუტარდა ოპერაცია კუჭ-ნაწლავზე. ერთი თვის შემდეგ სტაიპს თიაქარის ოპერაცია ჩაუტარდა. ყველა პრობლემბის მიუხედავად ახალი ალბომის დიდი მასალა სწორედ კონცერტებით მოგზაურობისას ჩაიწერა.

1996 წელს ჯგუფმა ლეიბლთან Warner Bros. Records კონტრაქტი აღადგინა და გამოსცა ალბომი New Adventures in Hi-Fi. იგი მოხვდა აშშ-ს ჩარტის #2 და ბრიტანეთის ჩარტის #1 ადგილებზე. წინა წლებთან შედარებით ალბომი ხუთი მილიონი ასლის ოდენობით გაიყიდა. იმავე წელს ჯგუფი დაშორდა მენეჯერ ჯეფერსონ ჰოლტს. მენეჯერის მოვალეობა ჯგუფის ადვოკატმა, ბერტის დაუნზმა შეითავსა.

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : R.E.M.-ის დისკოგრაფია.
სტუდიური ალბომები

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. http://remhq.com/news_story.php?id=1446
  2. Holdship, Bill. R.E.M.: Rock Reconstruction Getting There. Creem. September 1985.
  3. Buckley, p. 39
  4. ერლეუაინი, სტივენ თომას. R.E.M > Biography. Allmusic.com. წაკითხვის თარიღი: December 3, 2010.
  5. Buckley, p. 41
  6. Buckley, p. 46
  7. Buckley, p. 53–54
  8. Sullivan, p. 27
  9. Gray, p. 497
  10. Buckley, p. 59
  11. Buckley, p. 61–63
  12. Buckley, p. 72
  13. Fletcher, p. 146
  14. De Muir, Harold. "There's No Reason It Shouldn't Be A Hit". East Coast Rocker. July 10, 1987.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=R.E.M.&oldid=3335669“-დან