სიდნი პოლაკი
სიდნი პოლაკი | |
---|---|
სიდნი პოლაკი 2006 წელს | |
დაბადების თარიღი |
1 ივლისი, 1934 ლაფაიეტი, აშშ |
გარდაცვალების თარიღი |
26 მაისი, 2008 (73 წლის) ლოს-ანჯელესი, აშშ |
საქმიანობა | რეჟისორი, პროდიუსერი, მსახიობი |
აქტიური | 1950–2008 |
ოსკარი |
საუკეთესო ფილმი |
ოქროს გლობუსი | 1985 — აფრიკიდან |
სიდნი ირვინ პოლაკი (ინგლ. Sydney Pollack; დ. 1 ივლისი, 1934 — გ. 26 მაისი, 2008) — ამერიკელი რეჟისორი, პროდიუსერი და მსახიობი.
სიდნი პოლაკს გადაღებული აქვს 21-ზე მეტი კინოფილმი და 10 სატელევიზიო შოუ, ითამაშა 30-ზე მეტ ფილმსა და შოუში და პროდიუსერობა გაუწია 44-ზე მეტ ფილმს. გადაღებული აქვს ფილმები „იერემია ჯონსონი“ (1972), „კონდორის სამი დღე“ (1975), „ბოროტების გარეშე“ (1981) და სხვა. მოიგო ოსკარი 1985 წლის ფილმისათვის „აფრიკიდან“; ხოლო ფილმებისათვის „ხომ ხოცავენ ქანცგაწყვეტილ ცხენებს?“ და „ტუტსი“ ოსკარის ნომინაცია მიიღო.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სიდნი ირვინ პოლაკი ინდიანის შტატის ქალაქ ლაფაიეტში, 1934 წლის 1 ივლისს, ებრაულ ოჯახში დაიბადა, რომელიც უკრაინიდან იყო ჩამოსული.[1] დედა, — რებეკა პოლაკი, — პიანისტი და მომღერალი, ხოლო მამა — დევიდ პოლაკი, — ნახევრადპროფესიონალი მოკრივე და ფარმაცევტი იყო.[1] პატარაობისას, მშობლები გაიყარნენ. სიდნის დედა ალკოჰოლიკი იყო და 37 წლის ასაკში გარდაიცვალა, როდესაც მომავალი რეჟისორი სტუდენტი იყო.[2]
მიუხედავად ადრეული გეგმებისა, კოლეჯსა და სამედიცინო სკოლაში ესწავლა, სკოლის დამთავრების შემდეგ, სიდნიმ ინდიანა დატოვა და ნიუ-იორკში გადავიდა.[3] 1952-1954 წლებში სამსახიობოზე სწავლობდა სენფორდ მეისნერთან.[3] 2-წლიანი სამხედრო სამსახურის შემდეგ, სიდნი 1958 წელს დაბრუნდა ნიუ-იორკში და მეისნერის ასისტენტი გახდა.[4] 1960 წელს პოლაკის მეგობარმა რეჟისორმა ჯონ ფრანკენჰაიმერმა მას ლოს-ანჯელესში ჩასვლა და ახალგაზრდა მსახიობებთან მუშაობა შესთავაზა თავის პირველ დიდ სურათში „ახალგაზრდა ველურები“. სწორედ მაშინ შეხვდა სიდნი ბერტ ლანკასტერს, რომელმაც მას რეჟისორობა ურჩია.[4]
ფილმოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წელი | ქართულად | მშობლიური სახელწოდება | როლი | |
---|---|---|---|---|
1966 | ფ | გაყიდულია | This Property Is Condemned | რეჟისორი |
1969 | ფ | ხომ ხოცავენ ქანცგაწყვეტილ ცხენებს? | They Shoot Horses, Don't They? | რეჟისორი |
1975 | ფ | კონდორის სამი დღე | Three Days of the Condor | ტაქსის მძღოლი / რეჟისორი |
1981 | ფ | ღვარძლის გარეშე | Absence of Malice | რეჟისორი |
1982 | ფ | ტუტსი | Tootsie | ჯორჯ ფილდსი / რეჟისორი, პროდიუსერი |
1985 | ფ | აფრიკიდან | Out of Africa | რეჟისორი, პროდიუსერი |
1992 | ფ | ქმრები და ცოლები | Husbands and Wives | ჯეკი |
1992 | ფ | მოთამაშე | The Player | დიკ მელონი |
1993 | ფ | ფირმა | The Firm | რეჟისორი, პროდიუსერი |
1995 | ფ | საბრინა | Sabrina | რეჟისორი, პროდიუსერი |
1998 | ფ | სამოქალაქო ოქმი | A Civil Action | ალ ეუსტისი |
1999 | ფ | ფართოდ დახუჭული თვალებით | Eyes Wide Shut | ვიქტორ ციგლერი |
2003 | ფ | ცივი მთა | Cold Mountain | პროდიუსერი |
2007 | ფ | მაიკლ კლეიტონი | Michael Clayton | მარტი ბახი / პროდიუსერი |
2008 | ფ | მკითხველი | The Reader | პროდიუსერი |
2011 | ფ | მარგარეტი | Margaret | პროდიუსერი |
'
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სიდნი პოლაკი კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაში.
- სიდნი პოლაკი საიტზე Discogs.
- სიდნი პოლაკის ბიოგრაფია დაარქივებული 2014-01-06 საიტზე Wayback Machine. , biography.com.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 MacNab, Geoffrey (2002-08-14). „The secret of my success?“. London: The Guardian.
- ↑ McLellan, Dennis (2008-05-27). „Sydney Pollack: 1934-2008, Prolific director known for A-list casts“. Los Angeles Times.
- ↑ 3.0 3.1 Macnab, Geoffrey (2008-05-28). „Sydney Pollack, film director revered by stars, dies aged 73“. London: The Independent.
- ↑ 4.0 4.1 „Obituary: Sydney Pollack“. London: The Telegraph. 2008-05-28. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-06-29.