იმპალა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იმპალა
Serengeti Impala3.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ძუძუმწოვრები
რიგი:  წყვილჩლიქოსნები
ოჯახი:  ძროხისებრნი
გვარი:  იმპალები
სახეობა:  იმპალა
ლათინური სახელი
Aepyceros melampus
დაცვის სტატუსი
Status iucn3.1 LC ka.svgსაჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 550
გავრცელება
Impala.png

იმპალა, პალა (ლათ. Aepyceros melampus) — წყვილჩლიქოსანი ძუძუმწოვარი ძროხისებრთა ოჯახისა. სხეულის სიგრძე 1,1-1,8 მ აღწევს, სიმაღლე მინდაოში 77-100 სმ, კუდის სიგრძე 25-40 სმ, წონა 40-90 კგ. მამლის რქების სიგრძეა 75 სმ; დედალი ურქოა. მურა-წითურია, სხეულის ქვედა ნაწილი და კუდის ირგვლივ არსებული „სარკე“ თეთრია. გავრცელებულია ცენტრალურ და სამხრეთ აფრიკის სავანებსა და მეჩხერ ტყეებში. იკვებება ბალახოვანი მცენარეებით, ფოთლებით, კვირტითა და ყლორტით. ცხოვრობს ჯგუფებად. ახასიათებს სქესობრივი დიმორფიზმი. აფრიკაში ბინადრობს დაახლოებით 2,000,000 სული იმპალა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]