თავყვითელა
იერსახე
| თავყვითელა | ||||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
| ||||||||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
| ||||||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||||||
| Senecio | ||||||||||||||
| ||||||||||||||
თავყვითელა (ლათ. Senecio) — მცენარეთა გვარი რთულყვავილოვანთა ოჯახისა. ერთ-, ორ- ან მრავალწლოვანი ბალახები, ბუჩქები ან ხისებრი მცენარეებია.
1500-ზე მეტი (სხვა მონაცემებით 3000-მდე) სახეობა გავრცელებულია უმთავრესად სამხრეთ აფრიკასა და ხმელთაშუაზღვისპირეთის ქვეყნებში, აზიისა და ამერიკის ზომიერ სარტყელში. საქართველოში — 25 სახეობაა, მ. შ. 10 კავკასიის და 3 საქართველოს ენდემია.
იზრდება მთის შუა და ზედა სარტყელში. სუბალპურ და ალპურ მდელოებზე. ზოგი სარეველაა (ლათ. Senecio vulgaris), ზოგი — სამკურნალო (ხარისშუბლა). ბევრ სახეობას აშენებენ დეკორატიულ მცენარედ.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 570.