ერთგული მებაღე (ფილმი)
ერთგული მებაღე | |
---|---|
ჟანრი | დრამატული |
დამდგმელი რეჟისორი | ფერნანდუ მეირელისი |
პროდიუსერი | საიმონ ჩეინინგ უილიამსი |
სცენარის ავტორი | ჯეფრი კეინი |
ისტორია | ჯონ ლე კარე |
როლებში |
რეიჩელ ვაისი რეიფ ფაინზი |
მუსიკა | ალბერტო იგლესიასი |
ოპერატორი | სეზარ შარლონე |
მონტაჟი | კლერ სიმფსონი |
დისტრიბუტორი | Focus Features |
გამოსვლის თარიღი | 31 აგვისტო, 2005 |
ხანგრძლივობა | 129 წთ. |
ქვეყანა | გაერთიანებული სამეფო |
ენა | ინგლისური |
ბიუჯეტი | $ 25 მილიონი |
შემოსავალი | $82 466 670 |
ერთგული მებაღე (ინგლ. The Constant Gardener) — 2005 წლის ბრიტანული დრამატული ფილმი. სიუჟეტი ნიგერიაში მომხდარ რეალურ ამბავზეა დაფუძნებული.
სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ყურადღება! ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.
ბრიტანელი მაღალი რანგის დიპლომატი ჯასტინ კუეილი (რეიფ ფაინზი) და მისი ცოლი ტესა (რეიჩელ ვაისი) კენიაში იმყოფებიან. მოულოდნელად ტესა ექიმ არნოლდ ბლუმთან (ჰუბერტ კონდი) ერთად ტბაზე მიემგზავრება. მას მკვდარს პოულობენ. ჯასტინი იწყებს მკვლელობის გამოძიებას. ტესა Amnesty International-ის აქტივისტი იყო და კენიაში შვეიცარიულ-კანადური ფარმაცევტული ფირმის მიერ წამლების ადგილობრივ მოსახლეობაზე უკანონოდ გამოყენებას იძიებდა. ჯასტინი ძიებისას შეთქმულების კვალს გადააწყდება.
როლებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- რეიფ ფაინზი - ჯასტინ კუეილი
- რეიჩელ ვაისი - ტესა კუეილი
- პიტ პოსტლეთვეიტი - დოქტორი ლორბერი
- დენი ჰიუსტონი - სენდი ვუდროუ
- ჰუბერტ კუნდი - არნოლდ ბლუმი
- არჩი პანჯაბი - გიტა პირსონი
- ბილ ნაი - ბერნარდ პელეგრინი
- ჯერარდ მაკსორლი - კენეთ კერტისი
- დონალდ სამპტერი - ტიმ დონოე
ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ოსკარი საუკეთესო მსახიობი ქალისთვის მეორეხარისხოვან როლში: რეიჩელ ვაისი
- ოქროს გლობუსი საუკეთესო მსახიობი ქალისთვის მეორეხარისხოვან როლში: რეიჩელ ვაისი
- BAFTA საუკეთესო მონტაჟისთვის: კლეირ სიმფსონი
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ოფიციალური საიტი
- „The Constant Gardener“ — კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა (ინგლისური)
- „The Constant Gardener“ — Allmovie-ზე
- „The Constant Gardener“ — Rotten Tomatoes
- „The Constant Gardener“ — Box Office Mojo-ზე