ფორტ-ჟესუსი
ფორტ-ჟესუსი, მომბასა* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ქვეყანა | კენია |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | ii, v |
სია | [1] |
რეგიონი** | აფრიკა |
კოორდინატები | 4°03′46″ ს. გ. 39°40′47″ ა. გ. / 4.06278° ს. გ. 39.67972° ა. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 2011 (35-ე სესია) |
ნომერი | 1295 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1295 ინგლ. • რუს. • ფრ. |
ფორტ-ჟესუსი (პორტ. Forte Jesus de Mombaça) — პორტუგალიური საფორტიფიკაციო ნაგებობა კენიაში, მდებარეობს კუნძულ მომბასაზე, ქალაქ მომბასას სიახლოვეს და აშენებულია მისი დაცვის მიზნით. აგებულია 1593 წელს, ესპანეთისა და პორტუგალიის გაერთიანებული სამეფოს მმართველის, ფილიპეს ბრძანებით (ესპანეთის მეფე ფილიპე II). 2011 წელს ის იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანა, როგორც XVI საუკუნის პორტუგალიური სამხედრო საფორტიფიკაციო ნაგებობის თვალსაჩინო ნიმუში.[1]
ნაგებობა 1958 გაფორმდა ისტორიულ მონუმენტად, ამჟამად კი მასში მუზეუმია გახსნილი.
ციხესიმაგრე დააპროექტა მილანელმა არქიტექტორმა ჯოვანი ბატისტა კაირატიმ, რომელიც პორტუგალიის აღმოსავლეთის სამფლობელოების მთავარი არქიტექტორი იყო. ის იყო ევროპის ფარგლებს გარეთ აგებული ევროპული სტილის პირველი ციხესიმაგრე, რომელიც ზარბაზნების ცეცხლისგან თავდაცვის გათვალისწინებით დაპროექტდა.[2] პორტუგალიური სამხედრო არქიტექტურის ეს საუკეთესო ნიმუში რამდენიმეჯერ შეცვალეს ომანელმა არაბებმა და ბრიტანელებმა.[3] ციხესიმაგრემ სულ მალე შეიძინა სასიცოცხლო მნიშვნელობა მათთვის, ვისაც სურდა კუნძულ მომბასასა და მიმდებარე სავაჭრო არეალების კონტროლი. როდესაც ბრიტანელებმა კენიის კოლონიზაცია მოახდინეს, ნაგებობა ციხედ გადააკეთეს, ასე გრძელდებოდა 1958 წლამდე, სანამ მას ამჯერად ისტორიულ მონუმენტად გააფორმებდნენ. 1958-1971 წლებში მონუმენტზე არქეოლოგიურ გათხრებს აწარმოებდა ჯეიმზ კირკმენი.[3]
დღეისათვის პორტ-ჟესუსი ადგილობრივ და უცხოელ ტურისტთა შორის პოპულარულ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს.
-
შიდა მხარე
-
შიდა შენობის ფანჯრები
-
პორტუგალიური არქიტექტურის გავლენის სიაშკარავე
-
შინა ნაწილი
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Fort Jesus Museum დაარქივებული 2007-09-07 საიტზე Wayback Machine.
- Brief History of Fort Jesus
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ http://whc.unesco.org/en/list/1295
- ↑ Gilbert, Erik, and Jonathan T. Reynolds. Africa in World History: From Prehistory to Present. New Jersey: Pearson Education, 2008, გვ. 225
- ↑ 3.0 3.1 Kirkman, J. 1974. Fort Jesus: A Portuguese Fortress on the East African Coast Clarendon Press: Oxford
|