აღმოსავლეთი პროვინცია (კენია)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აღმოსავლეთი პროვინცია.
აღმოსავლეთი პროვინცია
ინგლ. Eastern Province
სუაჰ. Mashariki
ქვეყანა კენიის დროშა კენია
სტატუსი პროვინცია
მოიცავს 8 ოლქი
ადმინისტრაციული ცენტრი ემბუ
მოსახლეობა (2009)
5 668 123 კაცი (2 ადგილი)
სიმჭიდროვე 36,95 კაცი/კმ²
ფართობი 153 404 კმ² (2 ადგილი)
აღმოსავლეთი პროვინცია რუკაზე
დროის სარტყელი UTC+3
კოდი ISO 3166-2 KE-400

აღმოსავლეთი პროვინცია (ინგლ. Eastern Province, სუაჰ. Mashariki) — კენიის რვა პროვინციიდან ერთ-ერთი. მდებარეობს ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში. დედაქალაქი — ემბუ. შედგება 8 ოლქისაგან.

პროვინციას დასავლეთიდან ესაზღვრება რიფტ-ველის, ცენტრალური და ნაირობის, აღმოსავლეთიდან ჩრდილო-აღმოსავლეთის და სანაპირო პროვინციები, ხოლო ჩრდილოეთიდან ეთიოპია.

2009 წლის აღწერის მონაცემებით პროვინციის მოსახლეობა შეადგენს 5 668 123 კაცს[1]. მისი ფართობია 153 404 კმ². სიმჭიდროვე – 36,95 ად./კმ².

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პროვინციაში მდებარეობს კენიის მთა – კენიის უმაღლესი მწვერვალი, უდაბნო ჰამბი და ტურკანის ტბის აღმოსავლეთის ნაწილი. პროვინციის ჩრდილოეთ ნაწილში ხშირია გვალვები.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

განსაკუთრებით მჭიდროდაა დასახლებული პროვინციის სამხრეთი ნაწილი, სადაც ცხოვრობენ ბანტუს ენებზე მოლაპარაკე ხალხი: კიკუიუ, კამბა, მერუ და ემბუ. ჩრდილოეთით ცხოვრობენ კუშიტურ ენებზე მოლაპარაკე ორომოელი და სომალელი მომთაბარე ხალხის ჯგუფები.

ადმინისტრაციული დაყოფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საიტი ოლქი ყოფილი პროვინცია ფართობი,
კმ²
მოსახლეობა,
ად. (2009 წელი)
ადმინისტრაციული ცენტრი
1 Marsabit county მარსაბიტის ოლქი აღმოსავლეთი პროვინცია 70 961 291 166 მარსაბიტი
2 Isiolo county ისიოლოს ოლქი აღმოსავლეთი პროვინცია 25 336 143 294 ისიოლო
3 Meru county მერუს ოლქი აღმოსავლეთი პროვინცია 6933 1 356 301 მერუ
4 Tharaka-Nithi county თარაკა-ნითის ოლქი აღმოსავლეთი პროვინცია 2639 365 330 კათუანა
5 Embu county ემბუს ოლქი აღმოსავლეთი პროვინცია 2818 516 212 ემბუ
6 Kitui county კიტუის ოლქი აღმოსავლეთი პროვინცია 30 497 1 012 709 კიტუი
7 Machakos county მაჩაკოსის ოლქი აღმოსავლეთი პროვინცია 6208 1 098 584 მაჩაკოსი
8 Makueni county მაკუენის ოლქი აღმოსავლეთი პროვინცია 8009 884 527 უოტი
სულ 153 404 5 668 123

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Kenya Census 2009. Kenya Bureau of Statistics (August 28, 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან 2013-04-30-ში. წაკითხვის თარიღი: May 22, 2011.