დანიელ არაპ მოი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დანიელ არაპ მოი

დანიელ არაპ მოი (დ. 2 სექტემბერი, 1924) — კენიის სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე. განათლება მიიღო მასწავლებელთა ადგილობრივ კოლეჯში. 1957 წელს ჩაება პოლიტიკურ მოღვაწეობაში, აირჩიეს საკანონმდებლო საბჭოში. 1960 წელს კენიის აფრიკელთა დემოკრატიული კავშირის პარტიის ერთ-ერთი დამაარსებელი და თავმჯდომარე. 1961–1962 წწ. განათლების მინისტრი, 1962–1964 წწ. ადგილობრივი თვითმმართველობის მინისტრი. 1964 წელს კენიის აფრიკელთა დემოკრატიული კავშირის პარტიის დაშლის შემდეგ, შეუერთდა კენიის აფრიკელთა ეროვნულ კავშირს. 1967 წლის იანვრიდან – 1978 წლის ოქტომბრამდე კენიის რესპუბლიკის ვიცე–პრეზიდენტი. 1978 წლის ოქტომბრიდან 2002 წლის დეკემბრამდე პრეზიდენტი. 1978 წლიდან აირჩიეს მმართველი პარტიის კანუს თავმჯდომარედ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წინამორბედი:
ჯომო კენიატა
კენიის პრეზიდენტი

19782002
შემდეგი:
მვაი კიბაკი