შინაარსზე გადასვლა

რიჩარდ ჰარისი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რიჩარდ ჰარისი

Richard Harris
დაბადების სახელი Richard St John Francis Harris
დაბადების თარიღი 1 ოქტომბერი, 1930
ლიმერიკი
გარდაცვალების თარიღი 25 ოქტომბერი, 2002 (72 წლის)
ლონდონი
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1956-2002

რიჩარდ ჰარისი (ინგლ. Richard Harris, დაბ. სახელი Richard St John Francis Harris; დ. 1 ოქტომბერი, 1930, ლიმერიკი — გ. 25 ოქტომბერი, 2002, ლონდონი)[1]ირლანდიელი მსახიობი და მომღერალი, გრემის და ოქროს გლობუსის პრემიების ლაურეატი.

რიჩარდ ჰარისი დაიბადა 1930 წლის 1 ოქტომბერს ირლანდიის ქალაქ ლიმერიკში. 1955 წელს ჰარისი შევიდა ლონდონის მუსიკისა და დრამატული ხელოვნების აკადემიაში სამსახიობო ხელოვნების შესასწავლად. მისი დამთავრების შემდეგ შეუერთდა ჯოანა ლიტვუდის თეატრალურ სახელოსნოს.

ჰარისის კინოდებიუტი შედგა 1959 წელს მეორეხარისხოვანი როლით ბრიტანულ კომედიაში „ცოცხალ-მკვდარი“. 4 წლის შემდეგ კი ცნობილი გახდა მთელი მსოფლიოსთვის სპორტსმენ ფრენკ მეჩინის როლით რეჟ. ლინდზი ანდერსონის ფილმის — „ასეთია სპორტული ცხოვრება“ გამოსვლის შემდეგ. წარმატებული გამოდგა მიუზიკლი „კამელოტი“, სადაც ჰარისი მეფე არტურს განასახიერებდა და „კრომველი“, სადაც მთავარი როლი შეასრულა.

1971 წელს ჰარისი გადაიღეს BBC-ის ტელევერსიაში „თოვლის ბატი“. ფილმმა მიიღო „ოქროს გლობუსი საუკეთესო სატელევიზიო ფილმის“ ნომინაციაში და იყო ნომინირებული როგორც BAFTA-ს, ასევე „ემის“ ჯილდოზე.

ჰარისის დებიუტი, როგორც რეჟისორის და სცენარის ავტორის, შედგა ფილმში „ბლუმფილდი“ (1971).

2002 წლის აგვისტოში მსახიობი ჰოსპიტალიზირებულ იქნა პნევმონიით და დაუდგინდა დიაგნოზი — ხოჯკინის ლიმფომა. მისი მდგომარეობა ორი თვის შემდეგ დამძიმდა და 25 ოქტომბერს გარდაიცვალა.

მუსიკალური კარიერა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰარისმა ჩაწერა რამდენიმე მუსიკალური ალბომი. ერთ-ერთში შედიოდა ჯიმი ვების(ინგლისური)ქართ. სიმღერა „MacArthur Park“, რომელიც ამერიკულ ჩარტებში „ბილბორდის ცხელი ასეული“ მე-2 ადგილზე გავიდა. 1968 წლის ზაფხულში ევროპის მუსიკალურ ჩარტების გაყიდვების სათავეში იყო. სიმღერის მილიონზე მეტი ასლი გაიყიდა და მოიპოვა „ოქროს დისკი“. 1968-73 წლებში მსახიობმა კიდევ 5 სტუდიური ალბომი გამოუშვა.

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1963ასეთია სპორტული ცხოვრებაThis Sporting Lifeფრენკ მეჩინი
1964წითელი უდაბნოIl deserto rossoკორადო ზელერი
1965მაიორი დანდიMajor Dundeeკაპიტანი ბენჯამინ ტაირინი
1966ბიბლიაThe Bibleკაენი
1967კამელოტიCamelotმეფე ართური
1970ადამიანი სახელად ცხენიA Man Called Horseჯონ მორგანი
1970კრომველიCromwellოლივერ კრომველი
1976კასანდრას უღელტეხილიThe Cassandra Crossingჯონათან ჩემბერლენი
1977სიკვდილი აისბერგებშიOrca, the Killer Whaleკაპიტანი ნოლანი
1981ტარზანი, ადამიანი-მაიმუნიTarzan, the Ape Manჯეიმზ პარკერი
1992მიუტევებელი“ Unforgiven ინგლისელი ბობი
1993მე ვებრძოდი ერნესტ ჰემინგუეისWrestling Ernest Hemingwayფრენკი
1993აბრაამიAbrahamაბრაამი
2000გლადიატორიGladiatorმარკუს ავრელიუსი
2001მარგალიტიThe Pearlკარლი
2001ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვაHarry Potter and the Philosopher’s Stoneალბუს დამბლდორი
2002ჰარი პოტერი და საიდუმლო ოთახიHarry Potter and the Chamber of Secretsალბუს დამბლდორი
2002გრაფი მონტე-კრისტოThe Count of Monte Cristoაბატი ფარია
2002იულიუს კეისარიJulius Caesarლუციუს კორნელიუსი

ჯილდოები და აღიარება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • 1963 — კანის კინოფესტივალის პრემია საუკეთესო მამაკაცის როლისთვის („ასეთია სპორტული ცხოვრება“)
  • 1967 — ოქროს გლობუსი საუკეთესო მსახიობი მამაკაცის როლისთვის (მიუზიკლი „კამელოტი“ )
  • 1971 — მოსკოვის საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზი საუკეთესო მსახიობი მამაკაცის როლისთვის („კრომველი“)
  • 1971 — პრიზი „ბრინჯაოს მხედარი“ (ადამიანი სახელად „ცხენი“)
  • 1973 — გრემის ჯილდო ნომინაციაში „საუკეთესო ხმოვანი ალბომი“ აუდიო წიგნისთვის „თოლია ჯონათან ლივინგსტონი“)[2]
  • 1990 — Evening Standard Theatre Awards საუკეთესო მსახიობისთვის („ჰენრი IV“)
  • 1993 — პრიზი „ბრინჯაოს მხედარი“ („მიუტევებელი“)
  • 2000 — European Film Awards პრემია კინემატოგრაფში შეტანილი წვლილისთვის
  • 2000 — Wine Country Film Festival-ზე პრემია კინემატოგრაფში შეტანილი წვლილისთვის
  • 2001 — Empire Awards პრემია კინემატოგრაფში შეტანილი წვლილისთვის
  • 2001 — London Critics Circle Film Awards პრემია
  • 2002 — რიჩარდ ჰარისის პრემია (BIFA-ს პრემიის ფარგლებში, გარდაცვალების შემდეგ)

2006 წლის 30 სექტემბერს რიჩარდ ჰარისის მეგობარმა, მანუელ დი ლუსიამ ირლანდიის პატარა ქალაქ კილკიში მსახიობის ბრინჯაოს ქანდაკების დადგმას გაუკეთა ორგანიზაცია. სკულპტურის ავტორია შეიმუს კონოლი. ქანდაკება წარმოადგენს 18 წლის ასაკის რიჩარდ ჰარისის ნატურალური ზომის სკულპტურას, რომელიც თამაშობს სკვოშს. ძეგლი გახსნა რასელ კროუმ, რომელიც ჰარისთან ერთად თამაშობდა ფილმში „გლადიატორი“.

ჰარისის ქანდაკება. კილკი (ირლანდია)

2007 წლის შემოდგომაზე მსახიობის მშობლიური ქალაქის — ლიმერიკის ცენტრში დაიდგა მისი მეორე ქანდაკება მეფე არტურის როლში ფილმიდან „კამელოტი“. სკულპტურის ავტორია ჯიმ კონოლი.[3]

2009 წელს BIFA-ს დაჯილდოებაზე, მიკი რურკმა თავისი „ჯილდო საუკეთესო მსახიობისთვის“ მიუძღვნა რიჩარდ ჰარისს, რომელსაც „კარგი მეგობარი და უდიდესი მსახიობი“ უწოდა.

2013 წელს დაწესდა რიჩარდ ჰარისის სახელობის ყოველწლიური საერთაშორისო კინოფესტივალი,[4] რომელიც ერთ-ერთი სწრაფად მზარდი კონოფესტივალია ირლანდიაში. ყოველწლიურად მას ჰარისის ერთ-ერთი ვაჟი ესწრება.

2015 წელს ლიმერიკში, ჰარისის საყვარელ ადგილზე, მწერალთა ცენტრის ინიციატივით გაიხსნა მემორიალური დაფა. რომელიც მსახიობის ვაჟმა — ჯარედ ჰარისმა გახსნა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: