კვაკერები
კვაკერები (ინგლ. Quakers,— „მოკანკალენი“) — პროტესტანტული სექტის „მეგობართა საზოგადოების“ წევრები. საზოგადოება ინგლისელმა ხელოსანმა ჯორჯ ფოქსმა (1624-91) დაახლოებით 1650 წელს დააარსა. კვაკერები გამოდიოდნენ ანგლიკანური ეკლესიის წინააღმდეგ, უარყოფდნენ სამღვდელოებას, საეკლესიო საიდუმლოს (მათი მოძღვრებით ადამიანს შეუძლია უშუალოდ დაუკავშირდეს ღმერთს), ქადაგებდნენ პაციფიზმსა და ქველმოქმედებას. ანგლიკანური ეკლესიისა და ინგლისის მთავრობის მიერ დევნილი კვაკერების მრავალი თემი XVII საუკუნის 60-იან წლებში ჩრდილოეთ ამერიკაში გადავიდა. 1689 წელს ინგლისისა და ამერიკის კვაკერების მდგომარეობა ლეგალიზებულ იქნა „შემწყნარებლობის აქტით.“ თუ ადრე კვაკერების სოციალური შემადგენლობა წვრილბურჟუაზიული იყო, მოგვიანებით მათ შორის მსხვილი კაპიტალის მფლობელებიც გამოჩნდნენ. XX საუკუნის 60-იანი წლების დასაწყისში კვაკერების თემები 200 ათას წევრს აერთიანებდა (უმთავრესად აშშ-ში, ბრიტანეთსა და აღმოსავლეთი აფრიკის ქვეყნებში).
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 482-483.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- QuakerInfo.org: - A Quaker Information Centre
- Liberal Quakers: - An introduction to Liberal Quakers
- Friends Christian Renewal: - A homepage about the faith and practice of mostly Christian Unprogrammed Friends
- Quaker Fellowship in Christ: - An informal fellowship of Pentecostal Quakers in Great Britain დაარქივებული 2014-07-20 საიტზე Wayback Machine.
- QuakerQuaker: - A website about the faith and practice of mostly Christian Unprogrammed Friends