შინაარსზე გადასვლა

დასავლეთი პროვინცია (კენია)

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ დასავლეთი პროვინცია (მრავალმნიშვნელოვანი).
პროვინცია
დასავლეთი პროვინცია
ინგლ. Western Province
სუაჰ. Mkoa wa Magharibi
ქვეყანა კენიის დროშა კენია
ადმ. ცენტრი კაკამეგა
კოორდინატები 0°30′00″ ჩ. გ. 34°35′00″ ა. გ. / 0.50000° ჩ. გ. 34.58333° ა. გ. / 0.50000; 34.58333
ფართობი 8309 კმ²
მოსახლეობა 4 334 282 კაცი (2009)
სიმჭიდროვე 521,64 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი [[UTCUTC+3]]

დასავლეთი პროვინცია (ინგლ. Western Province, სუაჰ. Mkoa wa Magharibi) — კენიის რვა პროვინციიდან ერთ-ერთი. მდებარეობს ქვეყნის დასავლეთ ნაწილში. დედაქალაქი — კაკამეგა. შედგება 4 ოლქისაგან.

პროვინციას აღმოსავლეთიდან ესაზღვრება როფტ-ველის, სამხრეთიდან ნიანზის პროვინციები, ჩრდილო-დასავლეთიდან კი უგანდა.

2009 წლის აღწერის მონაცემებით პროვინციის მოსახლეობა შეადგენს 4 334 282 კაცს[1]. მისი ფართობია 8309 კმ².

ბუნგომის ოლქში მდებარეობს კენიაში სიმაღლით მეორე მთა — ელგონის მთა (ინგლ. Mount Elgon, 4321 მეტრი). დასავლეთ პროვინციაში ასევე მდებარეობს კაკამეგას ტყის ეროვნული ნაკრძალი.

პროვინციის ყველაზე დაბალი წერტილია — ქალაქი ბუსია (ბუსიის ოლქი) ვიქტორიის ტბის ნაპირზე.

პროვინციის კლიმატი ტროპიკულია, ზღვის დონიდან მაღალი მდებარეობის გამო გამოწვეული ზოგიერთი ცვალებადობით. მთელ პროვინციაში ძლიერი წვიმები მოდის მთელი წლის განმავლობაში.

პროვინცია დასახლებულია ძირითადად ლუჰიას ეთნიკური ჯგუფით. ამ პროვინციაში ფართედაა გავრცელებული კვაკერობა.

ყველაზე უფრო დიდი ქალაქებია — ბუნგომა, ბუსია, ბუტერე, ვებუიე, ვიჰიგა, კაკამეგა, მბალე, მუმიასი, სიაია.

ადმინისტრაციული დაყოფა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
საიტიოლქიყოფილი პროვინციაფართობი,
კმ²
მოსახლეობა,
ად. (2009 წელი)
ადმინისტრაციული ცენტრი
1Kakamega county დაარქივებული 2015-10-11 საიტზე Wayback Machine. კაკამეგის ოლქიდასავლეთი პროვინცია30181 660 651კაკამეგა
2Vihiga county დაარქივებული 2015-10-11 საიტზე Wayback Machine. ვიჰიგის ოლქიდასავლეთი პროვინცია564554 622ვიჰიგა
3Bungoma county დაარქივებული 2015-10-11 საიტზე Wayback Machine. ბუნგომის ოლქიდასავლეთი პროვინცია30321 375 063ბუნგომა
4Busia county დაარქივებული 2015-10-11 საიტზე Wayback Machine. ბუსიის ოლქიდასავლეთი პროვინცია1695743 946ბუსია
სულ83094 334 282

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Kenya Census 2009. Kenya Bureau of Statistics (August 28, 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — აპრილი 30, 2013. ციტირების თარიღი: May 22, 2011.