ლალი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სიტყვას „ლალი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ლალი (მრავალმნიშვნელოვანი).
ლალი
Corundum-winza-20a.jpg
ლალი, კორუნდი
საერთო
ქიმიური ფორმულა Al2O3 Cr-ის მინარევით
იდენტიფიკაცია
ფერი წითელი, მოწითალო-მოყავისფრო, წითელი-მეწამული, წითელი-ვარდისფერი
კრისტალის სინგონია ტრიგონალური
მინერალის მონატეხი ნიჟარისებულიდან ხიწვისებურამდე
სიმაგრე მოოსის სკალით 9
მინერალის ელვარება მინისებური
ხაზის ფერი თეთრი
სიმკვრივე 3,99 - 4,10
გამჭვირვალება გამჭვირვალე

ლალი (ლათ. rubens, rubinus — წითელი; ), Al2O3 — მინერალი, კორუნდის სახეობა, მიეკუთვნება ოქსიდების კლასს, ტრიგონალური სინგონიით. სიმაგრე — 9, სიმკვრივე 3,97 — 4,05, დაწვრილებით იხილეთ კორუნდი. წითელი შპინელისაგან განსხვავდება კრისტალების ფორმით, სხვა შემთხვევაში — ძნელია მათი გარჩევა, მხოლოდ მიკროსკოპით. წითელ ელფერს აძლევს ქრომის მინარევი. წითელ კორუნდებს უწოდებენ ლალს, ლურჯს — საფირონს. ღიაშეფერილობის საიუველირო ხარისხის საფირონს ან უფერო კორუნდს, უწოდებენ ლეიკოსაფირონი. ლალის და საფირონის «ვარსკვლავური» სახეები ასტერიზმის კარგად გამოხატული ეფექტით, ამუშავებენ კაბოშონის სახით.

საბადოები[რედაქტირება]

ანტარქტიდის გარდა, გვხვდება ყველა კონტინენტზე. ღირებულია ძირითადად აზიური ლალები.

ლალის ძირითადი ექსპორტიორი ქვეყნებია მიანმა, ტაილანდი და შრი-ლანკა. მოთხოვნით სარგებლობს ასევე აღმოსავლეთ აფრიკის ქვეყნების კენია და ტანზანიის ლალები. უძველესი დროიდან მოიპოვებენ მას პამირის მთებში (საბადო «სნეჟნოე» ტაჯიკეთში.

გამოყენება[რედაქტირება]

შეფასება[რედაქტირება]

საბჭოთა კავშირში ლალის ხარისხის მაჩვენებლებს საზღვრავდნენ დეფექტების ჯგუფის აღწერით, ფერს № III 1991 წ. პრეისკურანტის მიხედვით.

დაწახნაგებული ლალის დეფექტობის ჯგუფებია:

  • 1-ი ხარისხის ლალები - არის წმინდა ან უმნიშვნელო დეფექტებით, იშვიათი ზოლების, წერტილების სახით, ქვის სხვადასხვა ზონაში.
  • 2-ე ხარისხის ლალები - არიან მცირე დეფექტებით, ბზარების, ხაზებისა და სხვა მინერალების წერტილოვანი ჩანართებით, რომლებიც ქმნიან ქსელისა და შეჯგუფების ზონებს.
  • 3-ე ხარისხის ლალები — დეფექტებით ბზარების, ხაზებისა და სხვა მინერალების ჩანართების სახით, რომელიც გავრცელებულია მთელი ქვის ზედაპირზე, აქვს ქვის ზოგიერთი ზონის სიმღვრიე, ნაწილობრივ ბზინვარების დაკარგვით.

ლალის ფერების ჯგუფები:

  • კაშკაშა-წითელი;
  • ნორმალური-წითელი და საშუალო-წითელი;
  • ღია-წითელი.

ლალების კლასიფიკაცია ფერის მიხედვით

  • კაშკაშა-წითელი გაჯერებული;
  • წითელი;
  • საშუალო-წითელი;
  • მუქი-წითელი;
  • ღია-წითელი.

მეთოდიკა აღიარებულია ოფიციალურ დოკუმენტად ექსპერტების საბჭოს მიერ[1] «სერტიფიკაციის ექსპერტთა კოლეგია» და საფუძვლად დაედო რეკომენდაციებს ძვირფას ქვიანი საიუველირო ნაკეთობების შეფასების მეთოდებს.

ისტორია[რედაქტირება]

ვარაუდობენ, რომ ლალის მოპოვებას ჯერ კიდევ ბრინჯაოს ხანაში აწარმოებდნენ, ბირმაში (მიანმა). 2000 წლის წინ ლალი ფასობდა ინდოეთშიც და გამოიყენებოდა როგორც თილისმა, ავგაროზი. ლალი იცოდნენ ძველ ეგვიპტეში, სამერძნეთში და ძველ რომში.

1800 წელს ევროპაში აღმოაჩინეს ლალისა და საფირონის ნათესაობა. 1835 წელს აღმოჩენილ იქნა ხელოვნური ლალის მიღების ხერხი.

მუქ ლალს უწოდებდნენ ძოწის ლალს.

ცრურწმენა[რედაქტირება]

ძველად ლალს აღიქვამდნენ როგორც «სიცოცხლისა და სიყვარულის ქვას». ითვლებოდა, რომ ამ ქვის ფლობა პატრონს აძლევდა უფრო მეტ ძალაუფლებას, გამბედაობას და ღირსებას. ლალით იმედოვნებდნენ თავის დაცვას ეშმაკისაგან და ჭირისაგან. ლალის ზოდიაქოს ნიშანია მშვილდოსანი, ვერძი, ლომი, ღრიანკალი და თხის რქა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

შენიშვნები[რედაქტირება]

  1. საიუველირო ნედლეულის, დაწახნაგებული ჩანართების, საიუველირო ნაკეთობების შეფასების მომსახურების სერტიფიკაცია. მეთოდური მასალები რფ-ის სსპ, მ.2006]]
მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ლალი&oldid=2567534“-დან