მტაცებლები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Disambig-dark.svg ტერმინს „მტაცებელი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ მტაცებელი (მრავალმნიშვნელოვანი).
მტაცებლები
Carnivora.jpg
მტაცებელი ცხოველები
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ძუძუმწოვრები
რიგი:  მტაცებლები
ლათინური სახელი
Carnivora
ქვერიგები და ოჯახები
იხილეთ ტქსტი

მტაცებლები (ლათ. Carnivora: carō „ხორცი“, + vorāre „მჭამელი“) — ძუძუმწოვრების რიგი. მათი სხეულის სიგრძე 14 სმ-დან 3 მ-მდე, მასა 100 გ-იდან 1000 კგ აღწევს. ნაირგვარი შეფერილობა აქვთ. კბილები (28-48) მკვეთრადაა დიფერენცირებული საჭრელებად, ეშვებად და ძირითად კბილებად. უმრავლესობის ზედა მე-4 წინა ძირითადი და 1-ლი ქვედა ძირითადი კბილები გარდაქმნილია მკვეთავ კბილებად. კიდურებზე აქვთ ბრჭყალებიანი 4-4 თითი (დათვებსა და ძაღლებს 5-5), ბრჭყალები ჩამალული ან ნახევრად ჩამალულია; ლავიწი არ გააჩნიათ ან რუდიმენტულია; კუჭი მარტივია და ჯირკვლებით მდიდარი; საშვილოსნო ორმაგი ან ორრქიანი, პლაცენტა — დისკოიდური; სათესლეები სპეციალურ პარკშია მოთავსებული. მტაცებლების ანალური ჯირკვლები გამოყოფენ მძაფრსუნიან ნივთიერებას, რომელიც ემსახურება ტერიტორიალურ მონიშვნას, ზოგჯერ მტრისაგან თავდაცვას (მაგ., მყრალა). გავრცელებული არიან ყველგან, ანტარქტიდისა და ზოგიერთი პატარა ოკეანური კუნძულის გარდა. უმეტესობა ხმელეთის ცხოველია. მრავალი მათგანი კარგად დაცოცავს ხეზე, ზოგი კარგად ცურავს და ყვინთავს. იკვებებიან ხორცით, მათ შორის არიან ყოვლისმჭამელები, ლეშითმკვებავნი და სხვები. მსხვერპლს თავს ესხმიან ჩასაფრებით, მიპარვით, დადევნებით. უმრავლესობა მონოგამია.

მტაცებლები აერთიანებს 7 ოჯახს (ძაღლისებრნი, დათვისებრნი, ენოტისებრნი, კვერნისებრნი, ვივერისებრნი, აფთრისებრნი, კატისებრნი), დაახლოებით 100 გვარს, 240 სახეობას, რომელთაგან საქართველოში გვხვდება 19 სახეობა. მტაცებლებს შორის ბევრი სასარგებლოა. ზოგი ანადგურებს სასოფლო და სატყეო მეურნეობის მავნე მღრღნელებს; ზოგიერთი ზიანს აყენებს მცეხოველეობას, სანადირო, მეურნეობას. არიან ცოფის ვირუსის მატარებლებიც (მგელი, ტურა, ენოტისებრი ძაღლი).

მურა დათვი და თეთრი დათვი ხმელეთის უდიდესი მტაცებლებია
კატა და ძაღლი, შინაური მტაცებლებია

კლასიფიკაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქვერიგი კატისნაირები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქვერიგი ძაღლისნაირები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილოგენეტიკური ხე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

   მტაცებლები   
კატისნაირები

ნიმრავიდისებრნიHoplophoneus.jpg

სტენოპლესიკტისებრნი

პერკროკუტისებრნიDinocrocuta gigantea.jpg

აფრიკული პალმის ცივეტები Nandinia binotata, Manchester Museum.jpg

პრინოდონტისებრნი Prionodon pardicolor - Kunming Natural History Museum of Zoology - DSC02486.JPG

ბარბულოფელიდისებრნი

კატისებრნი WhiteCat.jpg Amur or Siberian tiger (Panthera tigris altaica), Tierpark Hagenbeck, Hamburg, Germany - 20070514.jpg

ვივერისებრნი AfricanCivet.jpg

აფთრისებრნი Crocuta crocuta.jpg Striped hyena profile.jpg

მანგუსისებრნი Mongoose.jpg

მადაგასკარის მტაცებლები Fossa.jpg

   ძაღლისნაირები   

ამფიციონისებრნიAmphicyon ingens.JPG

ძაღლისებრნი YellowLabradorLooking new.jpg Canis lupus laying in grass.jpg Vulpes vulpes sitting.jpg Black Backed Jackal Masaai Mara April 2008.JPG

   არკტოიდისებრნი   
   

ჰემიკიონიდისებრნიHemicyon sansaniensis.JPG

დათვისებრნი Content sow.jpg Giant Panda 2004-03-2.jpg

ფეხ-ფარფლიანები

ენალიარკტიდისებრნიEnaliarctos mealsi.JPG

   

ნამდვილი სელაპები Seehund.jpg

   

ყურებიანი სელაპები Neophoca cinerea.JPG

ლომვეშაპისებრნი Noaa-walrus22.jpg

   მუსტელოიდისებრნი   
   

პანდისებრნი Chengdu-firefox-d03.jpg

   

მყრალა Striped Skunk.jpg

   

ენოტისებრნი Procyon lotor 2.jpg

კვერნისებრნი Meles meles borz.jpg Velvet the polecat.jpg Mustela Erminea head.jpg

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]