ელდორეტი
| ქალაქი | |
|---|---|
|
ელდორეტი Eldoret | |
|
| |
| ქვეყანა |
|
| პროვინცია (კენია)|კენიის პროვინციები | პროვინცია | რიფტ-ველი |
| კოორდინატები | 00°31′00″ ჩ. გ. 35°17′00″ ა. გ. / 0.51667° ჩ. გ. 35.28333° ა. გ. |
| დაარსდა | 1905 |
| ცენტრის სიმაღლე | 2095 მეტრი |
| მოსახლეობა | 475 716 კაცი (2019) |
| სასაათო სარტყელი | UTC+3 |
| საფოსტო ინდექსი | 30100 |
ელდორეტი (ინგლ. Eldoret) — ქალაქი კენიაში, ქვეყნის დასავლეთ ნაწილში უგანდის საზღვართან ახლოს, რიფტ-ველის პროვინციაში. ელდორეტის მოსახლეობა 2007 წლის აღწერით დაახლოებით 230,000 კაცს ითვლის და ამ მონაცემით იგი ქვეყნის სიდიდით მეოთხე ქალაქია.
სახეწლწოდება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქალაქის სახელწოდება მასაის ხალხის ენიდან მომდინარეობს. "ელდორე" მასაის ენაზე "ქვიან მდინარეს" ნიშნავს, რაც ქალაქში გამავალ მდინარე სოსიანის კალაპოტს აღწერს. მდინარე სოსიანი ნილოსის შენაკადია.[1]
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქალაქის ტერიტორიაზე მასაის ხალხის დასახლებამდე სირიკვას კულტურის ხალხი სახლობდა. მასაის აღმავლობა XVIII - XIX საუკუნეებში დაიწყო და მათ მარტივად დაიპყრეს ტურკანის ტბის მიმდებარე ტერიტორიები. მასაის ჰქონდა ბევრად უფრო დახვეწილი საბრძოლო იარაღის კულტურა და საზოგადოებრივი წყობა, ვიდრე მანამდე აქ დასახლებულ ხალხებს.[2] ქალაქის ოფიციალური ფუნქციონირება 1910 წელს დაიწყო, როდესაც აქ "სისიბოს" საფოსტო ოფისი გაიხსნა. ამას მალევე მოჰყვა დამატებით 60 აფრიკელთა ოჯახის ჩამოსახლება ელდორეტში 1911 წელს. ელდორეტში რკინიგზა 1924 წელს გაიყვანეს. 1928 წლისთვის კი შეიქმნა პირველი სასმელი წყლის წყალმომარაგები სისტემა მდინარე სოსიანიზე. ელექტროენერგია მოგვიანებით, 1933 წელს გამოჩნდა ამ ქალაქში.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Olengwe, Emmanuel. (2 August 2018) Interesting facts about the origin of Eldoret town en-gb. ციტირების თარიღი: 2019-04-23
- ↑ Spear, Thomas; Waller, Richard D. (1993) Being Maasai: Ethnicity & Identity in East Africa. J. Currey. ISBN 9780821410455.