პავიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პავიანი
Portrait Of A Baboon.jpg
(Papio anubis)
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ქორდიანები
კლასი: ძუძუმწოვრები
რიგი: პრიმატები
ოჯახი: ანთრისებრნი
გვარი: პავიანი
ლათინური სახელი
Papio
სახეობა

პავიანი (Papio), ცხვირვიწრო მაიმუნების გვარი ანთრისებრთა ოჯახისა. მათი სხეულის სიგრძე 75-80 სმ, მასა 30 კგ აღწევს. აქვთ გრძელი ცხვირი, ძალზე განვითარებული ეშვები, ფართო ნესტოები, გრძელი ბეწვი, რომელიც ზოგჯერ ფაფარს წარმოქმნის, დიდი და კაშკაშა ფერის საჯდომი კორძები. წინა და უკანა კიდურები თითქმის თანაბარი ზომისაა, მტევანი და ტერფი მოკლეა, აერთიანებს 5 სახეობას: ჰამადრილი, სფინქსი, ბაბუინი, ანუბისი და ჩაკმა. გავრცელებული არიან აფრიკაში, საჰარის სამხრეთით, ბინადრობენ კლდეებზე დიდ ხროვებად. იკვებებიან მცენარეებით, მწერებით, ფრინველთა კვერცხებით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 7, გვ. 631, თბ., 1984

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: