გურამ ბათიაშვილი
გურამ ბათიაშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 10 იანვარი, 1938 (85 წლის) |
დაბადების ადგილი | სენაკი |
საქმიანობა | მწერალი, დრამატურგი, ჟურნალისტი და რედაქტორი[1] |
მოქალაქეობა |
![]() ![]() |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
გურამ აბრამის ძე ბათიაშვილი (დ. 10 იანვარი, 1938, კულაში, სამტრედიის მუნიციპალიტეტი) — დრამატურგი. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1987). მსოფლიოს ებრაელთა კონგრესის (1991) და სიონისტური ორგანიზაციის (1993) გამგეობების წევრი.
ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
1962 წელს დაამთავრა თსუ აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი. 1965–1967 მუშაობდა „ლიტერატურულ გაზეთში“, 1984-იდან რედაქტორობდა ჟურნალ „თეატრსა და ცხოვრებას“, 1993-იდან გამოსცემდა გაზეთ „მენორას“. პირველი კრიტიკული წერილი გამოაქვეყნა 1962 ჟურნალ „მნათობში“. თანამედროვე ახალგაზრდობის ცხოვრებას მიუძღვნა პირველი პიესა „ძახილი“ (1969 დაიდგა გორისა და ჭიათურის თეატრებში). აღსანიშნავია აგრეთვე დოკუმენტური დრამა „კოტე მარჯანიშვილის ოთხი დღე“ (1972 დაიდგა ბათუმის დრამატულ თეატრში), „ლალი, სიყვარული და სხვები“ (1976 დაიდგა მოსკოვის ნ. გოგოლის სახელობის თეატრში), „ვალი“ (1976 დაიდგა ქუთაისის და რუსთავის თეატრებში), „შეთქმულება“ (დაიდგა სოხუმის, ფოთისა და თბილისის თეატრებში), „სოფლის გარდაცვალება“ (1985); ცალკე კრებულად გამოსცა პიესები „ოთხი დღე“ (1972), „სერობის შემდეგ“ (1975), „ვალი“ (1980), „წერილები შვილებს“ (1988). თანამედროვე ლიტერატურისა და თეატრის პრობლემებს მიეძღვნა მისი წიგნები „შენაკადები“ (1977), „კვალი“ (1985). ბათიაშვილმა თარგმნა ნ. ჰიქმეთის, ა. ნესინის, მ. შატროვის, საბაჰათინ ალის და სხვათა ნაწარმოებები. წიგნისათვის „მზე ღრუბლებში“ მიენიჭა საქართველოს მინისტრთა საბჭოს პრემია (1990).
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- საქართველოს ებრაელთა მსოფლიო კონგრესი
- პიესები (გურამ ბათიაშვილი), გამომცემლობა „საარი“, ISBN 99940-29-83-5[მკვდარი ბმული]
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, გვ. 328, თბ., 1997
- ↑ Czech National Authority Database