აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო
უწყების შესახებ
მინისტრი ნანა გაბელია
უწყების ტიპი სამინისტრო
საიტი
abkhazia.gov.ge

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროაფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შემადგენლობაში შემავალი აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანო, რომელიც კურირებს აფხაზეთიდან დროებით იძულებით გადაადგილებულ პირთა განათლების, სპორტისა და ახალგაზრდათა საკითხებს, იცავს და პოპულარიზაციას უწევს აფხაზეთთან დაკავშირებულ მატრიალურ და არამატერიალურ კულტურის ძეგლებს. სამინისტრო ანგარიშვალდებულია საქართველოს მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წინაშე.

მიზნები და ფუნქციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ა) ახორციელებს ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ხელშეწყობას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის, აფხაზეთის კულტურულ ფასეულობათა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სფეროებში; ბ) მონაწილეობს განათლების სისტემის ინსტიტუციურ და პროგრამულ რეფორმირებაში; გ) აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში უზრუნველყოფს განათლებისა და კულტურის, კულტურულ ფასეულობათა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სფეროებში არასახელმწიფო სექტორის როლის ზრდას და ინსტიტუციური მართვის გაუმჯობესებას; დ) ახორციელებს და ხელს უწყობს სამშვიდობო მიმართულებით ინიციატივების, პროგრამების და პროექტების განხორციელებას; ე) ახორციელებს აფხაზეთში არსებული ისტორიული ძეგლების, კულტურული მემკვიდრეობისა და ტრადიციების წარმოჩენასა და დაცვას; ვ) ახორციელებს განათლებისა და კულტურის, კულტურულ ფასეულობათა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სფეროებში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად პროგრამულ დაფინანსებას; ზ) უზრუნველყოფს თავისი საქმიანობის სფეროში საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების აღსრულებას; თ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობათა მიერ აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში განათლების, კულტურის, კულტურულ ფასეულობათა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სფეროებში დამტკიცებული მიზნობრივი პროგრამების მართვას, განხორციელებასა და კონტროლს; ი) ახორციელებს საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

სტრუქტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მინისტრის მოადგილეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადმინისტრაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა აუდიტის სამსახური
  • იურიდიულ საკითხთა და ადამიანური რესურსების მართვის სამსახური
  • საბიუჯეტო-საფინანსო, შესყიდვების და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახური
  • განათლებისა და საგანმანათლებლო პროგრამების სამსახური
  • კულტურულ ფასეულობათა დაცვის სამსახური
  • ხელოვნების და მიმდინარე ღონისძიებების სამსახური
  • სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური

სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გალის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრი
  • ზემო აფხაზეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრი

სსიპ-ები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი
  • სოხუმის მოზარდ-მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი „თეთრი ტალღა“
  • აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „აფხაზეთი“
  • გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელა
  • აფხაზეთის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტო

მინისტრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]