შინაარსზე გადასვლა

ნანა მჭედლიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნანა მჭედლიძე
დაბადების თარიღი 20 მარტი, 1926
ხონი
გარდაცვალების თარიღი 28 მარტი, 2016 (90 წლის)
ეროვნება ქართველი
საქმიანობა მსახიობი, კინორეჟისორი, სცენარისტი

ნანა ბიძინას ასული მჭედლიძე (დ. 20 მარტი, 1926, ხონი — გ. 28 მარტი, 2016) — ქართველი კინორეჟისორი, სცენარისტი და მსახიობი. საქართველოს სახალხო არტისტი (1983), საქართველოს რესპუბლიკის ღირსების ორდენის მფლობელი.

დაიბადა 1926 წლის 20 მარტს ხონში. დედა — ბარბარე ფარცხალაძე, პეტერბურგის ბესტუჟევის უმაღლესი სასწავლებლის კურსდამთავრებული, რუსულ ენას ასწავლიდა სკოლაში. მამა — ავტოსაგზაო ინჟინერი, რომლის დაპროექტებული და აშენებულია არაერთი მნიშვნელოვანი ობიექტი საქართველოში. ნანა მჭედლიძის პაპა მამის მხრიდან არის ახალმოწამე მღვდელი სიმონ მჭედლიძე, წმინდანად შერაცხული საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ. იმის გამო, რომ 1937 წელს პოლიტიკური რეპრესიების შედეგად დედა გადაასახლეს, ნანა და მისი უმცროსი ძმა, ბიძინა, მამამ საცხოვრებლად თბილისში გადმოიყვანა.

დაასრულა შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო (1956) და სარეჟისორო (1960) ფაკულტეტები.

ნანა მჭედლიძის მოთხრობები წლების განმავლობაში იბეჭდებოდა ქართულ ჟურნალ–გაზეთებში. იგი არის მის მიერ გადაღებული რამდენიმე ფილმის სცენარის ავტორიც. 1981 წელს გამომცემლობა „მერანმა“ გამოსცა კრებული მისი მოთხრობებისა: „მხიარული მოთხრობები“. 2016 წელს გამოვიდა მისი მოთხრობების კიდევ ორი წიგნი: „იმერული ესკიზები“ და „შემოქმედებითი დავიდარაბა“.

ფილმების დამდგმელი რეჟისორი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სცენარის ავტორი ფილმებისა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გადაღებულია ფილმებში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • 1983: საქართველოს სახალხო არტისტი
  • თეირანის IV მსოფლიო კინოფესტივალის 2 „ოქროს ვერძი“-ს მფლობელი
  • ფრუნზეს საკავშირო კინოფესტივალის მთავარი პრიზი
  • სოხუმის კინოფესტივალის გრან–პრი
  • ბათუმის კინოფესტივალის გრან–პრი
  • მინსკის საკავშირო კინოფესტივალის გრან–პრი
  • ობერჰაუზენის მსოფლიო კინოფესტივალის გრან–პრი
  • ფლორენციის საერთაშორისო კინოფესტივალის გრან–პრი
  • 1996: ღირსების ორდენი

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]