ოთარ კობერიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ოთარ კობერიძე
Otar Koberidze.gif
ოთარ კობერიძე
დაბ. თარიღი ოთარ კობერიძე
17 დეკემბერი, 1924
თბილისი, საქართველო
გარდ. თარიღი 9 მარტი, 2015, თბილისი
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1941-2001

ოთარ კობერიძე (დ. 17 დეკემბერი, 1924, თბილისი — გ. 9 მარტი, 2015, თბილისი[1]) — ქართველი მსახიობი, რეჟისორი და სცენარისტი, საქართველოს სახალხო არტისტი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა თბილისში 1924 წლის 17 დეკემბერს. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ მოხალისედ წავიდა ფრონტზე, 19431945 წლებში მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში.

1948 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. 1950–1956 წლებში სოხუმის დრამატული თეატრის, ხოლო 1959–1964 წლებში მარჯანიშვილის აკადემიური თეატრის მსახიობი იყო. 1956 წლიდან მუშაობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში” მსახიობად და რეჟისორად.

1954 წელს მიღებული აქვს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დამსახურებული არტისტის, 1958 წელს საქართველოს დამსახურებული არტისტის, 1967 წელს საქართველოს სახალხო არტისტის, ხოლო 1981 წელს აფხაზეთის სახალხო არტისტის წოდებები. 2002 წელს გახდა მემედ აბაშიძის სახელობის პრემიის ლაურეატი.

1941 წლიდან იღებდნენ კინოში. შესრულებული აქვს 50-ზე მეტი როლი. ბევრ ფილმში მას პარტნიორობას უწევდა მეუღლე — პოპულარული ქართველი მსახიობი ლია ელიავა.

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბაში-აჩუკი

რეჟისორია ფილმებისა:

  • ”ოცნებასთან შესახვედრად”, 1963
  • ”გამსვლელი პაიკი”, 1970
  • ”აღმოსავლეთის ექსპრესი”, 1976
  • ”ელოდეთ მოკავშირეს”, 1978
  • ”სიბრძნის კარავი”, 1982
  • ”ვინ არის მეოთხე?”, 1985
  • ”ოპერაცია ვუნდერლანდი”, 1988

სცენარის ავტორია ფილმებისა:

  • ”ოცნებასთან შესახვედრად”, 1963
  • ”ელოდეთ მოკავშირეს”, 1979

კადრები ფილმებიდან ო. კობერიძის მონაწილეობით[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]