შინაარსზე გადასვლა

ძილის წინ

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ძილის წინ
ჟანრი კომედია
დრამა
ავტორი კოკა ყანდიაშვილი
რეჟისორი ოთარ შამათავა
ბასა ფოცხიშვილი
მონაწილეობენ მალხაზ ქვრივიშვილი
მარიანა ნინიაშვილი
იმედო კახიანი
მედეა ჩახავა
გოგოლა კალანდაძე
ეკა კახიანი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ენა ქართული ენა
სეზონი 1
წარმოება
ადგილ(ებ)ი თბილისი
ხანგრძლივობა 10-15 წუთი
კომპანია აუდიენცია
ეთერი
ორიგინალური არხი საქართველოს პირველი არხი თარგი:Pirveli Arkhi Logo 2022.svg
ეთერში 2000, 25 ნოემბერი2003, 6 დეკემბერი


„ძილის წინ“ — ქართული კომედიური ჟანრის ტელესერიალი, რომელიც სტუდია „აუდიენციამ“ გადაიღო 2000 წელს საზოგადოებრივი მაუწყებლის დაკვეთით, სერიალის რეჟისორია ოთარ შამათავა. ეს არის პირველი ქართული კომედიური ჟანრის ტელესერიალი, რომელიც ყოველდღიურად გადიოდა ეთერში. სერიალის პრემიერა 2000 წელს, 25 ნოემბერს შედგა და 3 წლის განმავლობაში გადიოდა ეთერში. სერიალი მაყურებელში დიდი პოპულარობით სარგებლობდა, ამიტომ შემოქმედებითი ჯგუფი გეგმავდა სერიალის გაგრძელებას, თუმცა ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარების გამო გეგმები შეიცვალა, სტუდია „აუდიენცია“ შეისყიდა ბადრი პატარკაციშვილის კომპანიამ და სერიალის გადაღებები შეწყდა. სერიალი 2003 წელს დასრულდა ბოლო ეპიზოდი ეთერში 6 დეკემბერს გავიდა.

შემოქმედებითი გუნდი სპეციალურად სერიალისთვის ქმნიდა დეკორაციებს და გადაღებები მიმდინარეობდა სხვადასხვა პავილიონებში. ხშირად კონკრეტული სერიის სცენარი არ იყო დაწერილი, ამიტომ, მსახიობები იმპროვიზაციას მიმართავდნენ და სცენარიც სიტუაციის მიხედვით იქმნებოდა მსახიობებთან ერთად.

1 ეპიზოდის ხანგრძლივობა 10-დან 15 წუთამდე გრძელდებოდა

მსახიობი გმირი
მალხაზ ქვრივიშვილი გიორგი ცერცვაძე
მარიანა ნინიაშვილი მარეხი
იმედო კახიანი სანდრო ცერცვაძე
მედეა ჩახავა
გოგოლა კალანდაძე ნინო
ეკა კახიანი ლელა დეკანოსიძე
გიორგი ნაკაშიძე
გურანდა გაბუნია

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]