შინაარსზე გადასვლა

განხილვა:ნიკა გვარამია

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კენჭისყრის პროტოტიპი: ვემხრობით თუ არა ნაკლებად ცნობილი ოფიციალური პირების ვიკიპედიაში შეყვანას?

  1. (წინააღმდეგი) მოგესალმებით ვიკიპედიის ყველა მონაწილეს, რომელთანაც მაქვს შეკითხვა: სტატიაში აღნიშნული დამსახურებების მიხედვით არის თუ არა გვარამია, ნიკა ანზორის ძე შესატანი ვიკიპედიაში. ჩემი აზრით ალბათ ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვს გასაკეთებელი. ამისათვის ვუსურვებდი მას წარმატებებს...--Zangala 19:00, 11 ივნისი 2006 (UTC)[უპასუხე]
  2. (წინააღმდეგი) ნიკას უდიდეს პატივს ვცემ როგორც პიროვნებას და როგორც ერთ–ერთ ყველაზე განათლებულ, ერუდირებულ ადამიანს საქართველოში, მაგრამ Zangala–ს ვეთანხმები, ენციკლოპედიაში შესაყვანად ჯერ ადრეა Pieta 18:06, 12 ივნისი 2006 (UTC)[უპასუხე]
    • მაშინ ეს კაციც ბოკერია, გიგა არ არის შესაყვანი ენციკლოპედიაში და კიდევ მრავალი თანამედროვე ქართველი პოლიტიკოსი, რომლებზე სტატიებიც ვიკი–ში უკვე არსებობს.--linguistus 18:16, 12 ივნისი 2006 (UTC)[უპასუხე]
      • so who is Giga Bokeria?:) ჩემი აზრით არც გიგა ბოკერია არაა ვიკიში შესაყვანი. ჩემს შესახებ სტატიაც ჩავსვათ ბარემ და სულ ავშენდებით! Pieta 18:47, 12 ივნისი 2006 (UTC)[უპასუხე]
  3. (მომხრე) თუ ორივე პარლამენტის წევრია, მაშინ მათი ბიოები დასატოვებელია. შესაძლოა არც თუ ისე სახარბიელოა, რომ ასეთი ახალგაზრდა და გამოუცდელი მთავრობა გვყავს (ამას პირობითად ვამბობ, ნამდვილად არაფერი ვიცი მათ პროფესიონალიზმზე), მაგრამ ვინაიდან ოფიციალური პირები არიან, მათზე ინფორმაციაზე გარკვეული მოთხოვნა არსებობს. ხომ უნდა ვიცოდეთ ვინ გვყავს მთავრობაში? Alsandro 18:51, 12 ივნისი 2006 (UTC)[უპასუხე]
    • თუ არ ვცდები პარლამენტის 235-240 წევრია. ამის იმის თქმა მინდა, რომ ყველა ვიკიპედიაში არ არის შესაყვანი, მხოლოდ იმ მიზეზის გამო, რომ პარლამენტის წევრები არიან. გვარამია ნიკა - საგარეო ურთიერთობათა კომიტეტისა და იურიდიულ საკითხთა კიმიტეტის წევრია, ხოლო ბოკერია, გიგა - იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე - კომიტეტის თავმჯდომარეებიც კი არ არიან - ჩემი აზრით ორივე არის ამოსაღები ან 235 პარლამენტის წევრი ყველა შესატანი (სხვებმა რა დააშავეს?). რაც მიუღებლად მიმაჩნია. პარლამენტის გვერდი.Zangala 19:50, 12 ივნისი 2006 (UTC)[უპასუხე]
      • ვერ დაგეთანხმები ცანგალა. პარლამენტის წევრობა ყველა ქვეყანაში საკმაოდ დიდი მიღწევაა. ის რომ სხვები ჯერ შეტანილი არაა უბრალოდ დროის საკითხია, ვიკიპედიაში ჯერ არქიმედეც არ ყოფილა შეტანილი. პარლამენტის 235 წევრი კი ნიშნავს საქართველოს ყველა რეგიონიდან არჩეულ 235 პიროვნებას, რომელთაც დაიმსახურეს ხალხის რჩეულის ტიტული (ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით). რა გზით მოახერხეს ეს და მოგვწონს ჩვენ ისინი თუ არა ეს ჩვენი განსახილველი არაა და თითოეულ მათგანზე აქ სტატია უნდა იყოს, ჩემი მყარი პოზიციაა. Alsandro 20:00, 12 ივნისი 2006 (UTC)[უპასუხე]
  4. (მომხრე) ყველა შესაყვანია. ჩემი აზრიც ასეთია.--linguistus 20:29, 12 ივნისი 2006 (UTC)[უპასუხე]
  5. (მომხრე) მეც ასე ვფიქრობ რომყველა ოფიციალური პირი ვიკიში უნდა შევიყვანოთ. გიორგი მარუაშვილი 13:31, 13 ივნისი 2006 (UTC)[უპასუხე]
  6. (მომხრე) საჭიროა პარლამენტარებზე ინფორმაცია. - Island 03:55, 27 ნოემბერი 2006 (UTC)[უპასუხე]

გადასატანია ნიკა გვარამია-ზე უფრო გავრცელებული სახელის პრინციპით. – BruTe () 18:06, 24 ოქტომბერი 2015 (UTC)[უპასუხე]

გაკეთდა. – BruTe () 04:54, 30 ოქტომბერი 2015 (UTC)[უპასუხე]

დროებითი ბლოკი

[წყაროს რედაქტირება]

@Otogi: @David1010: @MIKHEIL: ბოლო პერიოდში ვანდალიზმი აღნიშნულ სტატიაზე გახშირდა, 1 კვირით, რომ დაგვებლოკა IP-ებისგან გვერდი კარგი იქნებოდა, პატივისცემით--M.I.K.H.E.I.L.=ჯეო განხილვაწვლილი 16:43, 12 ივლისი 2019 (UTC)[უპასუხე]