ძალოსნობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ძალოსნობა
Lasha Talakhadze Rio 2016.jpg
ქართველი ძალოსანი ლაშა ტალახაძე
უმაღლესი ორგანო ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაცია (IWF)
მახასიათებლები
ტიპი ტანვარჯიში
შერეული სქესი კაცები/ქალები
ოლიმპიადა კაცები: 1896, 1904, 1920–დღემდე; ქალები: 2000–დღემდე

ძალოსნობა — სპორტის ოლიმპიური სახეობა. წარმოადგენს შეჯიბრებას შტანგის აწევაში. ოფიციალური შეჯიბრების თანამედროვე პროგრამა მოიცავს ატაცს, ორივე ხელით შტანგის აკვრას და ვარჯიშების შედეგების ჯამს. ატაცის დროს შტანგას ფიცარნაგიდან ზევით წევენ ერთი განუწყვეტელი მოძრაობით; აკვრის დროს — ორ მომენტად, გულმკერდზე და გულმკედრიდან. 1934–72 წლებში მიღებული იყო ეგრეთ წოდებული კლასიკური სამჭიდი — აჭიმვა, ატაცი და აკვრა.[1]

ევროპის ჩემპიონატი კაცთა შორის იმართება 1896 წლიდან; ქალთა შორის — 1988-დან; მსოფლიოს ჩემპიონატი კაცთა შორის 1891 წლიდან; ქალთა შორის — 1986 წლიდან; ოლიმპიური სახეობაა: 1896 წლიდან (არ იყო შეტანილი 1900, 1908 და 1912 წლების თამაშების პროგრამაში) — კაცები, 2000 წლიდან — ქალები.[1]

ვარჯიში და შეჯიბრება სიმძიმეების აწევაში ცნობილია კაცობრიობის ისტორიის უძველესი პერიოდიდან. ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაცია დაარსდა 1905 წლის 10 ივნისს დუისბურგში და აერთიანებს 187 ქვეყანას. საქართველოს ძალოსნობის ფედერაცია დაფუძნდა 1991 წლის 1 ივლისს და 1993 წლის 1 იანვრიდან ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციისა და ევროპის ძალოსნობის ფედერაციის წევრია.[1]

ქართველი ძალოსნებიდან ოლიმპიური ჩემპიონი და მსოფლიოს 4-გზის გამარჯვებულია ლაშა ტალახაძე, რომელმაც ამავდროულად 109+ კგ კატეგორიაში აკვრაში 264 კგ აწევით მსოფლიოს ახალი აბსოლუტური რეკორდი დაამყარა.[2] ლაშა ტალახაძე მეოთხე ქართველი ოლიმპიური ჩემპიონია ძალოსნობაში რაფაელ ჩიმიშკიანის (1952), კახი კახიაშვილის (1992) და გიორგი ასანიძის (2004) შემდეგ.[3] ქართული ძალოსნობის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით გიორგი ჩიკვაიძეს, კონსტანტინე ზაუტაშვილს, მამია ჟღენტს, დიმიტრი კაპცოვს, რობერტ ტატიშვილს და სხვებს.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]