ტანა (საქართველო)
Jump to navigation
Jump to search
ტანა | |
---|---|
![]() ტანა ატენის სიონთან | |
ქვეყანა | საქართველო |
სათავე | თრიალეთის ქედი |
სათავის სიმაღლე | 2000 მ |
სიგრძე | 39 კმ |
აუზის ფართობი | 382 კმ² |
![]() |
ტანა — მდინარე თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მტკვრის მარჯვენა შენაკადი. სათავე აქვს ზღვის დონიდან 2000 მ. სიმაღლეზე. სიგრძე — 39 კმ, აუზის ფართობი — 382 კმ2. საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლებით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, მდგრადი წყალმცირობა — ოქტომბრიდან თებერვლის ბოლომდე. გამოყენებულია სარწყავად.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ი. აფხაზავა, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. IX, გვ. 651, თბ., 1985 წელი.