გუბაზეული

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გუბაზეული
Gubazeuli.JPG
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეულები ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
სათავე მესხეთის ქედი
41°48′27″ ჩ. გ. 42°31′22″ ა. გ. / 41.807750° ჩ. გ. 42.523028° ა. გ. / 41.807750; 42.523028
სათავის სიმაღლე 2210 მ
შესართავი სუფსა
42°01′05″ ჩ. გ. 42°10′09″ ა. გ. / 42.018194° ჩ. გ. 42.169306° ა. გ. / 42.018194; 42.169306
სიგრძე 47 კმ
აუზის ფართობი 371 კმ²
წყლის ხარჯი (საშ.) 13,7 მ³/წმ
გუბაზეული — გურიის მხარე
გუბაზეული
გუბაზეული
Blue 0080ff pog.svg — სათავე, Blue pog.svg — შესართავი
Commons-logo.svg გუბაზეული ვიკისაწყობში

გუბაზეული, გუბაზოულიმდინარე საქართველოში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში.[1] სათავე აქვს მესხეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, გომისციხის მთასთან, ზღვის დონიდან 2210 მ სიმაღლეზე. მდინარე სუფსის მარცხენა შენაკადი. სიგრძე 47 კმ, მდინარის აუზის ფართობი 371 კმ². მთავარი შენაკადებია ხანისწყალი და კალაშა. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობაზამთარში. საშუალო წლიური ხარჯი 13,7 მ³/წმ.

გადმოცემის თანახმად გუბაზეულისა და სუფსის შესართავში იდგა ეგრისის მეფის, გუბაზ II-ის სასახლე. მდინარის სახელწოდება სწორედ გუბაზიდან მომდინარეობს.[2]

გუბაზეულის ხეობაში მდებარეობს სოფლები ქვაბღა, ზოტი, თავპანტა, ბჟოლიეთი, ხევი, ხიდისთავი, ბუქსიეთი, ზენობანი, ქვენობანი, მეწიეთი, ჭაჭიეთი, ბუკნარი, ნაბეღლავი, ახალშენი, წიფნაგვარა, ბასილეთი.

გუბაზეულის ხეობა მდიდარია მინერალური წყლებით. აღსანიშნავია სანისლიას თერმული მინერალური წყალი სოფელ ზოტში, ბორჯომის ტიპის მინერალური წყალი ნაბეღლავი სოფელ ნაბეღლავში. ხეობაში არის პირიტის საბადო სოფელ ზოტში და წაბლის ტყის კორომი სოფელ თავპანტაში.

2014 წელს ექსპლუატაციაში შევიდა „ნაბეღლავი ჰესი“, რომლის დადგმული სიმძლავრე 1.9 მგვტ-ია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 49.
  2. სიხარულიძე ი, გუბაზ მეფის სასახლე მდინარე გუბაზეულის პირას // „ალიონი“ : გაზეთი, 2015, № 40, გვ. 7.