ტყიბულის წყალსაცავი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტყიბულის წყალსაცავი
Tkibuli Reservoir.jpg
კოორდინატები: 42°18′00″ ჩ. გ. 42°55′32″ ა. გ. / 42.30000° ჩ. გ. 42.92556° ა. გ. / 42.30000; 42.92556
მდებარეობა საქართველოს დროშა საქართველო, ტყიბულის მუნიციპალიტეტი
სიგრძე 8,1 კმ
სიგანე 3,2 კმ
ფართობი 12,1 კმ²
მოცულობა 84 კმ³
საშუალო სიღრმე 6,9 
მაქსიმალური სიღრმე 12,5 
ტყიბულის წყალსაცავი — საქართველო
ტყიბულის წყალსაცავი
ტყიბულის წყალსაცავი — იმერეთის მხარე
ტყიბულის წყალსაცავი
Commons-logo.svg მედიაფაილები ვიკისაწყობში

ტყიბულის წყალსაცავიწყალსაცავი დასავლეთ საქართველოში, ოკრიბის ქვაბულში, ტყიბულის მუნიციპალიტეტში. წყალსაცავი შექმნილია მიწაყრილის კაშხლით, რომლითაც დაგუბებულია მდინარე ტყიბულა იქ, სადაც ის ქვაბულის ფსკერზე, ე. წ. „წყალდასავალთან“ კარსტულ შახტში იკარგებოდა. წყალსაცავს აქვს პატარა უბეები, მის შუა და დასავლეთ ნაწილში კუნძულებია. წყალსაცავის სიგრძე 8,1 კმ, უდიდესი სიგანე 3,2 კმ, მაქსიმალური სიღრმე 12,5 მ, საშუალო სიღრმე 6,9 მ. ფართობი 12,1 კმ². წყლის მოცულობა 84 მლნ. მ³.

საზრდოობს მდინარე ტყიბულისა და სხვა შენაკადების წყლით, აგრეთვე ატმოსფერული ნალექებით (1750 მმ წელიწადში). წყალსაცავის ქვაბული და მიმდებარე სერები აგებულია იურული და ცარცული ასაკის ქვიშაქვებით, თიხაფიქლებით, მერგელოვანი კირქვებით. სანაპირო ძირითადად დაბალი და დამრეცია.

წყალსაცავში წყლის დონე ყველაზე მაღალია აგვისტო-სექტემბერში, დაბალია – თებერვალ-მარტში. დონეების საშუალო წლიური ამპლიტუდა 575 სმ. მდიდარია თევზით.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]