ოკალმახე
ნავიგაციაზე გადასვლა
ძიებაზე გადასვლა
ოკალმახე | |
---|---|
სათავე | ოხაჩქუის მასივი |
სიგრძე | 14,4 კმ |
აუზის ფართობი | 68,9 კმ² |
ოკალმახე — მდინარე ოხაჩქუის კარსტული მასივის ჩრდილოეთ კალთაზე, ენგურის მარჯვენა შენაკადი. სათავე აქვს ზღვის დონიდან 1930 მ-ზე. სიგრძე 14,4 კმ, აუზის ფართობი 68,9 კმ². საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა — ზამთარში. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 3,51 მ3/წმ.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- აფხაზავა ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 508.
|