ჩხერიმელა
იერსახე
| ჩხერიმელა | |
|---|---|
|
| |
| ქვეყანა |
|
| ტერიტორიული ერთეულები | იმერეთის მხარე |
| ქალაქები | ხარაგაული |
| სათავე |
ლიხის ქედი 42°02′28″ ჩ. გ. 43°28′26″ ა. გ. / 42.041250° ჩ. გ. 43.474111° ა. გ. |
| სათავის სიმაღლე | 1150 მ |
| შესართავი |
ძირულა 42°04′49″ ჩ. გ. 43°09′14″ ა. გ. / 42.080306° ჩ. გ. 43.154056° ა. გ. |
| სიგრძე | 39 კმ |
| აუზის ფართობი | 490 კმ² |
| წყლის ხარჯი (საშ.) | 13,6 მ³/წმ |
|
| |
ჩხერიმელა — მდინარე ხარაგაულისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტებში. ძირულის მარცხენა შენაკადი. სათავე აქვს ლიხის ქედის დასავლეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 1150 მეტრ სიმაღლეზე. სიგრძე 39 კილომეტრი. აუზის ფართობი — 490 კმ². საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, თოვლის დნობის შედეგად, შუა თებერვლიდან ივნისის დასაწყისამდე. ზაფხულსა და ზამთარში წყალმცირობაა, ხოლო შემოდგომაზე — წვიმებით გამოწვეული წყალმოვარდნები. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 13,6 მ³/წმ.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- აფხაზავა ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 176.