იაყუბლოს წყალსაცავი
იერსახე
იაყუბლოს წყალსაცავი | |
---|---|
![]() | |
კოორდინატები: 41°20′17″ ჩ. გ. 44°09′19″ ა. გ. / 41.338139° ჩ. გ. 44.155528° ა. გ. | |
ქვეყანა |
![]() |
ტერიტორიული ერთეული | დმანისის მუნიციპალიტეტი (ქვემო ქართლის მხარე) |
ფართობი | 2,0 კმ² |
მოცულობა | 0,011 კმ³ |
შევსების წელი | 1978 |
იაყუბლოს წყალსაცავი ― ხელოვნური წყალსატევი საქართველოში. მდებარეობს ქვემო ქართლის მხარეში, დმანისის მუნიციპალიტეტში, სოფელ იაღუფლოს ადმინისტრაციულ საზღვრებში, დასახლების დასავლეთით და სოფელ შახმარლოს აღმოსავლეთით. წყლის მოცულობა 11,0 მლნ. მ³, წყლის სარკის ფართობი 2,0 კმ². ადგილი, სადაც ახლა წყალსაცავია, ტოპოგრაფიულ რუკებზე ჩაირის სახელით იხსენიება.[1]
ექსპლუატაციაში შევიდა 1978 წელს. წყალსაცავი 3000 ჰექტარი მიწის ფართობს ამარაგებს სარწყავი წყლით, ხოლო მთისძირისა და პანტიანის წყალსაცავებთან ერთად ბოლნისის, დმანისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტის, საერთო ჯამში 8000 ჰექტარი მიწის ფართობის წყალუზრუნველყოფას ემსახურება.[2]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამა. ციტირების თარიღი: 1 სექტემბერი, 2019.
- ↑ იაკუბლოს წყალსაცავს რეაბილიტაცია უტარდება. Fortuna.ge (29 თებერვალი, 2016). ციტირების თარიღი: 1 სექტემბერი, 2019.