ლაჯანურის წყალსაცავი
ლაჯანურის წყალსაცავი | |
---|---|
![]() | |
კოორდინატები: 42°36′01″ ჩ. გ. 42°50′27″ ა. გ. / 42.60028° ჩ. გ. 42.84083° ა. გ. | |
მდებარეობა | ![]() |
სიგრძე | 3,2 კმ |
სიგანე | 1 კმ |
ფართობი | 1,6 კმ² |
საშუალო სიღრმე | 30 მ |
მაქსიმალური სიღრმე | 70 მ |
![]() |
ლაჯანურის წყალსაცავი — საინჟინრო-ჰიდროტექნიკური ნაგებობა ცაგერის მუნიციპალიტეტში. შექმნილია მაღალი თაღოვანი კაშხალით მდინარე ლაჯანურას ქვემო დინების ვიწრო ხეობაში, სოფელ სურმუშთან. ოვალური ფორმისაა. სიგრძე 3,2 კმ, უდიდესი სიგანე 1 კმ, საშუალო სიგანე 0,5 კმ. უდიდესი სიღრმე 70 მ, საშუალო სიღრმე 30 მ, ფართობი 1,6 კმ², წყლის მოცულობა 50 მლნ. მ³. ლაჯანურის წყალსაცავს ასაზრდოებს მდინარეები: ლაჯანური, ხელეშურისღელე, ლიამღვრიე, უსახელოღელე, აგრეთვე მდინარე ცხენისწყლიდან არხით და გვირაბით გამოყვანილი წყალი. წყალსაცავი დღეღამური რეგულირებისაა. წყლით უზრუნველყოფს მიწისქვეშა ლაჯანურჰესს.
ლაჯანურის წყალსაცავის ქვაბულის ქვედა ნაწილი აგებულია ცარცული სქელშრეებრივი კირქვებით, ზედა — ქვიშაქვებით, მერგელოვანი თიხაფიქლებითა და კონგლომერატებით. კალთები მეწყრებიანი აქვს. ნაპირების ტალღისმიერი გადამუშავება უმნიშვნელოა. წყალსაცავის მოლამვა ძირითადად ხდება შენაკადების მიერ შემოტანილი მყარი ჩამონადენის ხარჯზე. კაშხალთან ფსკერული ნატანის დალექვის სისქე 40 მ აღემატება.
იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- აფხაზავა ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 151.