კინტრიში
ნავიგაციაზე გადასვლა
ძიებაზე გადასვლა
კინტრიში | |
---|---|
კინტრიშის ხეობა | |
ქალაქები | ქობულეთი |
სათავე | მესხეთის ქედი, მთა ხინო |
სიგრძე | 45 კმ |
აუზის ფართობი | 291 კმ² |
![]() |
კინტრიში (ძვ. ხინოს წყალი) — მდინარე დასავლეთ საქართველოში. სათავე აქვს მესხეთის ქედის ჩრდილო-დასავლეთ კალთაზე, მთა ხინოს მახლობლად, ზღვის დონიდან 2599 მ-ზე, ქობულეთთან ერთვის შავ ზღვას, სიგრძე 45 კმ, აუზის ფართობი 291 კმ². საზრდოობს წვიმის, მიწისქვეშა და თოვლის წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალუხვია შემოდგომაზეც, წყალმცირობა — ზამთარსა და ზაფხულში. გაზაფხულზე მოდის წლიური ჩამონადენის 35 %, ზაფხულზე — 18 %, შემოდგომაზე — 31 %, ზამთარზე — 16 %. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 17,3 მ³/წმ. კინტრიშს ყოველწლიურად ზღვაში შეაქვს 540 მლნ. მ³ წყალი.
მდინარე კინტრიშის სათავეებთან შექმნილია კინტრიშის სახელმწიფო ნაკრძალი, მდინარეზე რამდენიმე ისტორიული თაღოვანი ხიდია შემორჩენილი.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
- აფხაზავა ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 527.