ტაშისკარის არხი
ტაშისკარის არხი, დოღლაურის არხი — საინჟინრო სარწყავი სისტემა შიდა ქართლში. იწყება სოფელ ტაშისკართან, მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირზე, მიემართება აღმოსავლეთისკენ, მერე უხვევს ჩრდილო-აღმოსავლეთისკენ, სოფელ ზემო შაქშაქეთთან კვეთს მდინარე აღმოსავლეთის ფრონეს და მთავრდება სოფელ ბრეთის მახლობლად. სიგრძე 62 კმ, წყლის ხარჯი 12,0 მ³/წმ. მწყობრში ჩადგა 1959 წელს. რწყავს ხაშურისა და ქარელის მუნიციპალიტეტების სავარგულებს (10,4 ათასი ჰა)
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- აფხაზავა ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 669.