აჭარისწყალი
იერსახე
| აჭარისწყალი | |
|---|---|
|
| |
| ქვეყანა |
|
| ტერიტორიული ერთეულები | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა |
| სათავე |
არსიანის ქედი 41°42′47″ ჩ. გ. 42°29′16″ ა. გ. / 41.71306° ჩ. გ. 42.48778° ა. გ. |
| შესართავი |
ჭოროხი 41°32′28″ ჩ. გ. 41°43′10″ ა. გ. / 41.54111° ჩ. გ. 41.71944° ა. გ. |
| სიგრძე | 90 კმ |
| აუზის ფართობი | 1540 კმ² |
|
| |
|
| |
აჭარისწყალი[1] — მდინარე საქართველოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ჭოროხის მარჯვენა შენაკადი. იგი სათავეს იღებს არსიანის ქედზე, მიედინება ვიწრო, ღრმა ხეობაში, შესართავთან ფართოვდება. აჭარისწყლის სიგრძე 90 კმ-ია, მდინარის აუზის ფართობი — 1540 კმ². მდინარე საზრდოობს სხვადასხვა წყაროებით, ძირითადად წვიმის წყლებით. ახასიათებს ადიდება მთელი წლის განმავლობაში. აჭარისწყალზე არის აწჰესი — აჭარისწყლის ჰიდროელექტროსადგური.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- აფხაზავა ი., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 276.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 20.