ნენსკრა
იერსახე
| ნენსკრა | |
|---|---|
|
ნენსკრისა (წინ) და ენგურის შესართავი | |
| სხვა სახელი | ჭვიბრულა |
| ქვეყანა |
|
| ტერიტორიული ერთეულები | მესტიის მუნიციპალიტეტი (სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე) |
| სათავე |
სვანეთის კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთი კალთა 43°14′39″ ჩ. გ. 42°25′08″ ა. გ. / 43.244389° ჩ. გ. 42.419111° ა. გ. |
| სათავის სიმაღლე | 2915 მ |
| შესართავი |
ენგური 42°57′34″ ჩ. გ. 42°11′44″ ა. გ. / 42.959472° ჩ. გ. 42.195611° ა. გ. |
| სიგრძე | 42 კმ |
| აუზის ფართობი | 623 კმ² |
| წყლის ხარჯი (საშ.) | 40,1 მ³/წმ |
|
| |
ნენსკრა, ჭვიბრულა — მდინარე მესტიის მუნიციპალიტეტში, სვანეთის კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ კალთაზე, ენგურის მარჯვენა შენაკადი. სიგრძე 42 კმ, აუზის ფართობი 623 კმ². სათავე აქვს ზღვის დონიდან 2915 მ-ზე. საზრდოობს წვიმის, თოვლის, მყინვარული და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა გაზაფხულსა და ზაფხულშია, წყალმცირობა — ზამთარში, შემოდგომაზე იცის წყალმოვარდნა, ზამთრობით — ყინულნაპირისი, ფსკერის ყინული, თოში. საშუალო წლიური ხარჯი 40,1 მ³/წმ. იყენებენ ხე-ტყის დასაცურებლად.
ჰიდროელექტროსადგური
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ნენსკრა ჰესი მდინარე ნენსკრაზე, კავკასიონის სამხრეთ კალთაზე აშენდება. სადგურის სიმძლავრე იქნება 280 მეგავატი.[1] ჰესის პოტენციური წლიური გამომუშავება 1.2 მლრდ კვტ/სთ იქნება. სადგური ელექტროენერგიის გამომუშავებას 2019 წლიდან დაიწყებს, ხოლო პროექტი საბოლოოდ 2021 წელს დასრულდება.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- აფხაზავა ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 378-379.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Italian company wins $1 billion Nenskra HPP project in Georgia დაარქივებული 2015-08-10 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)