ალაზნის არხი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ალაზნის არხი[1] — სარწყავი არხი აღმოსავლეთ საქართველოში, შიგნიკახეთში, მდინარე ალაზნის მარჯვენა მხარეზე. აგებული იყო XII საუკუნეში, იყო 199 კმ სიგრძის და რწყავდა 53 ათას ჰექტარ მიწას. საუკუნეების განმავლობაში არაერთხელ დანგრეულა და ისევ აღდგენილია. მოგვიანებით აშენდა თანამედროვე საინჟინრო ნაგებობა — ალაზნის მაგისტრალური სარწყავი არხი (ნაწილობრივი ექსპლუატაცია — 1930, დამთავრდა 1933). არხის გამტარობა 18 მ³/წმ. რწყავს თელავის, გურჯაანის, სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტების მიწებს (35 ათ. ჰა). 1964 წელს დაიწყო ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის მშენებლობა, რომელიც საქართველოში ყველაზე დიდი საირიგაციო ნაგებობა იქნება. მისი მეშვეობით მოირწყვება შიგნი- და გარეკახეთის 100 ათასზე მეტი ჰა მიწა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჩანგაშვილი გ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 89.
  • „საქართველოს არქეოლოგია“ / რედ: აფაქიძე ა., თბილისი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1959. — გვ. 389-390.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 21560

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]