ტობა
ნავიგაციაზე გადასვლა
ძიებაზე გადასვლა
ტობა | |
---|---|
სათავე | ასხის მასივი |
სიგრძე | 4 კმ |
ტობა — მდინარე სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის მარტვილის მუნიციპალიტეტში. მდინარე რეჩსთან შეერთების შემდეგ ქმნის მდინარე აბაშას. გამოედინება სამ ნაკადად ასხის მასივის ფლატის კარსტული მღვიმეებიდან. სიგრძე 4 კილომეტრი. აჩენს მაღალ ჩანჩქერებს. წყლის ხარჯი ზაფხულობით 0,5-1,5 მ3/წმ.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- გიგინეიშვილი გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 6.
|