ჭურია
ნავიგაციაზე გადასვლა
ძიებაზე გადასვლა
ჭურია | |
---|---|
ქვეყანა | საქართველო |
სიგრძე | 12 კმ |
აუზის ფართობი | 296 კმ² |
ჭურია — მდინარე საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის ხობის მუნიციპალიტეტში, წარმოიქმნება მდინარეების მუნჩიისა და ოჩხომურის შეერთებით, ერთვის შავ ზღვას. სიგრძე 12 კმ, აუზის ფართობი 296 კმ², ტიპური ჭაობის მდინარეა. ძირითადად საზრდოობს წვიმის წყლით. დამახასიათებელია წყალმოვარდნები, საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 5.9 მ³/წმ.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- აფხაზავა ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 408.
|