ლახამი
ნავიგაციაზე გადასვლა
ძიებაზე გადასვლა
ლახამი | |
---|---|
ქვეყანა | საქართველო |
სათავე | კოდორის ქედი |
სიგრძე | 16 კმ |
აუზის ფართობი | 60 კმ² |
ლახამი — მდინარე მესტიის მუნიციპალიტეტში, ნენსკრის მარჯვენა შენაკადი. სათავე აქვს კოდორის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2598 მ სიმაღლეზე. სიგრძე 16 კმ, აუზის ფართობი 60 კმ². საზრდოობს თოვლის, წვიმის, მყინვარული და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა - ზამთარში, წყალმოვარდნები - ზაფხულ-შემოდგომაზე. საშუალო წლიური ხარჯი 3,1 მ³/წმ.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- აფხაზავა ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 150.
|