პატარა რიწა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პატარა რიწა
კოორდინატები: 43°28′31″ ჩ. გ. 40°30′11″ ა. გ. / 43.47528° ჩ. გ. 40.50306° ა. გ. / 43.47528; 40.50306
მდებარეობა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული გუდაუთის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე ზღვის დონიდან 1235 
ფართობი 0,1 კმ²
მოცულობა 0,00325 კმ³
საშუალო სიღრმე 33,8 
მაქსიმალური სიღრმე 76 
გამჭვირვალობა 18 
აუზის ფართობი 2,95 კმ²
პატარა რიწა — საქართველო
პატარა რიწა
პატარა რიწა — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
პატარა რიწა
მედიაფაილები ვიკისაწყობში

პატარა რიწატბა საქართველოში, გუდაუთის მუნიციპალიტეტში.[1] მდებარეობს გაგრის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 1235 . სარკის ფართობი 0,1 კმ², წყლის მოცულობა 3,25 მლნ. მ³, მაქსიმალური სიღრმე 76 მ, წყალშემკრები აუზის ფართობი 2,95 კმ². ქვაბული გაჩენილია მთა ფშეგიშხის აღმოსავლეთ კალთის ჩამოქცევის შედეგად.[2]

პატარა რიწის აუზისთვის დამახასიათებელია საშუალომთიანი რელიეფი. ტბა და მისი აუზი განლაგებულია ტყისა და სუბალპურ სარტყელში. აუზის ჰიდროგრაფიული ქსელი სუსტადაა განვითარებული. ტბას არ გააჩნია არც ერთი მუდმივი შენაკადი. გეგმაში აქვს განედური მიმართულებით გადაჭიმული არასწორი ოვალური მოხაზულობა.[2]

სანაპირო ხაზი სუსტადაა შეჭრილ-შემოჭრილი. აქვს ციცაბო და მაღალი ნაპირები. ტბის ფსკერის რელიეფი სწორია, წყალქვეშა კალთები მეტად ციცაბოა. საზრდოობს თოვლის, წვიმის და მიწისქვეშა წყლით. გამდინარეა მიწისქვეშა გზით. დონე მაღალია მაისში, დაბალი — მარტში. ზაფხულში წყლის ტემპერატურა ზედაპირზე აღწევს დაახლოებით 18–20 °C-ს, მაშინ როდესაც 70 მ სიღრმეზე ეს მაჩვენებელი უტოლდება 4,2 °C-ს. ტბა იყოფა ვერტიკალურ თერმულ ზონებად. მცირე ხნით იფარება ყინულით. წყალი მუქი ლურჯი ფერისაა. გამჭვირვალობა შეადგენს 18 მ-ს. ტბაში არის კალმახი.[2]

პირველად პატარა რიწა გამოიკვლიეს 1913 წელს, როდესაც ტბა მოინახულა გეოლოგმა ლეონიდ კონიუშევსკიმ. 1914 წელს პატარა რიწა გამოიკვლია გეოგრაფ ევგენია მოროზოვა-პოპოვას მიერ ორგანიზებულმა ექსპედიციამ,[3] რომლის შედეგებით შესწორდა რუკაზე ტბის ადგილმდებარეობა, გატარდა სიღრმის პირველი გაზომვა და შეიქმნა ბათიმეტრიული რუკა.[4]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 136.
  2. 2.0 2.1 2.2 Апхазава И. С. Озера Грузии. Тбилиси: Мецниереба, 1975. 181 с.
  3. Ефремов Ю. К. Тропами горного Черноморья. М. : Государственное издательство географической литературы, 1963
  4. Ю. В. Ефремов. Голубое ожерелье Кавказа. Л., Гидрометеоиздат, 1988, 160 с.