ხანისწყალი
ხანისწყალი | |
---|---|
![]() ხანისწყალი სოფ. დიმში | |
ქვეყანა | საქართველო |
ქალაქები | ბაღდათი |
სათავე | მესხეთის ქედი |
სათავის სიმაღლე | 2280 მ |
შესართავი | რიონი |
სიგრძე | 57 კმ |
აუზის ფართობი | 914 კმ² |
![]() | |
![]() |
ხანისწყალი — მდინარე ბაღდათის მუნიციპალიტეტში. სათავე აქვს მესხეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, 2280 მეტრ სიმაღლეზე. ერთვის მდინარე რიონს მარცხნიდან, სოფელ ვარციხესთან. სიგრძე 57 კილომეტრი. აუზის ფართობი 914 კმ². მთავარი შენაკადებია: ლაიშურა, ქერშავეთი, წაბლარასწყალი, საკრაულა. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, შემოდგომაზე — წყალმოვარდნები, ზამთარსა და ზაფხულში — წყალმცირობა. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 22,8 მ³/წმ. გამოყენებულია სარწყავად, გაყვანილია დიმი–როკითის, ვარციხისა და აბხანაურის სარწყავი არხები.
ციტატა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
![]() |
„ვარციხეს ზეით ერთვის რიონს ხანისწყალი, გამოსდის ფერსათს, მოდის ჩრდილოთ და მოერთვის რიონს სამხრიდამვე“
|
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- გიგინეიშვილი გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 431.
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ ვახუშტი ბატონიშვილი „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“, თბილისი, 1941, გვ. 150.