მუხრანის არხი
იერსახე
მუხრანის არხი — საინჟინრო სარწყავი სისტემა მცხეთის მუნიციპალიტეტში. სათავე უდევს მდინარე არაგვის მარჯვენა ნაპირზე, სოფ. ბულაჩაურთან (დუშეთის მუნიციპალიტეტი). მიემართება სამხრეთით, სოფ. მისაქციელთან უხვევს დასავლეთისკენ და იყოფა ორად: ერთი ტოტი ჩრდილოეთის მხრიდან ჩაუდის სოფლებს — ახალუბანს, წილკანს, ძალისს და ერთვის მდინარე ნარეკვავს (არაგვის მარჯვენა შენაკადი). მეორე ტოტი სამხრეთიდან უვლის იმავე სოფლებს, უხვევს სამხრეთ-დასავლეთისკენ და წყდება მუხრანის ვაკეზე სოფ. მუხრანის სამხრეთ-აღმოსავლეთით. სიგრძე 24,7 კმ. წყლის საშუალო ხარჯი 8 მ³/წმ. გაიყვანეს 1954 წელს. რწყავს მცხეთის მუნიციპალიტეტის მიწებს (10,2 ათ. ჰა-ს).
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 231.