ქვაბლიანი (მდინარე)
ნავიგაციაზე გადასვლა
ძიებაზე გადასვლა
ქვაბლიანი | |
---|---|
![]() ქვაბლიანი სოფ. არალში | |
ქვეყანა |
![]() |
ტერიტორიული ერთეულები | ხულოს მუნიციპალიტეტი, ადიგენის მუნიციპალიტეტი |
ქალაქები | ადიგენი |
სათავე | მესხეთის ქედის სამხრეთი კალთა |
სათავის სიმაღლე | 2355 მ |
შესართავი |
ფოცხოვისწყალი 41°38′41″ ჩ. გ. 42°51′25″ ა. გ. / 41.64472° ჩ. გ. 42.85694° ა. გ. |
შესართავის სიმაღლე | 1016,1[1] მ |
სიგრძე | 41 კმ |
აუზის ფართობი | 900 კმ² |
![]() | |
![]() ![]() | |
![]() |
ქვაბლიანი — მდინარე მესხეთის ქედის სამხრეთ კალთაზე, ხულოსა და ადიგენის მუნიციპალიტეტებში. სათავე აქვს ზღვის დონიდან 2355 მ-ზე. ერთვის მდინარე ფოცხოვისწყალს მარცხნიდან. სიგრძე 41 კმ, აუზის ფართობი 900 კმ². საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა-ზაფხულსა და ზამთარში, წყალმოვარდნები-შემოდგომაზე. გაზაფხულზე ჩამოედინება წლიური ჩამონადენის 52%, ზაფხულში 16%, შემოდგომაზე 20%, ზამთარში 12%. ყინულნაპირისი, თოში, ძგიფი, ყინულსაფარი იცის ნოემბრიდან მარტამდე. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 16,2 მ³/წმ. იყენებენ სარწყავად.
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ საბჭოთა ტოპოგრაფიული რუკა
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- აფხაზავა ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 505.