გუმათის წყალსაცავი
| გუმათის წყალსაცავი | |
|---|---|
| კოორდინატები: 42°20′11″ ჩ. გ. 42°41′49″ ა. გ. / 42.336417° ჩ. გ. 42.696972° ა. გ. | |
| ქვეყანა |
|
| ტერიტორიული ერთეული | წყალტუბოს მუნიციპალიტეტი (იმერეთის მხარე) |
| ზღვის დონიდან | 210 მ |
| სიგრძე | 11 კმ |
| სიგანე | 0,5 კმ |
| ფართობი | 3,1 კმ² |
| მოცულობა | 0,042 კმ³ |
| უდიდესი სიღრმე | 24 მ |
| ჩაედინება | რიონი |
| გამოედინება | რიონი |
| შევსების წელი | 1958 |
| ჰესი | გუმათჰესი |
| კაშხლის სიმაღლე | 30 მ |
გუმათის წყალსაცავი — წყალსაცავი საქართველოში. მდებარეობს მდინარე რიონის შუა დინებაში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სოფელ გუმათთან, ზღვის დონიდან 210 მ სიმაღლეზე. საექსპლუატაციოდ გადაეცა 1958 წელს.
შექმნილია 30 მ რკინაბეტონის კაშხალით. უდიდესი სიღრმე 24 მ, ფართობი 3,1 კმ². მოცულობა 42 მლნ. მ³ (მაქსიმალური დონის დროს). წყალსაცავი დღე-ღამური რეგულირებისაა, საჭიროების შემთხვევაში შეიძლება კვირეული რეგულირებაც. აწესრიგებს მდინარე რიონის ჩამონადენს გუმათჰესისათვის.
გუმათის წყალსაცავი წაგრძელებულია მდინარის ხეობის მიმართულებით. უდიდესი სიგრძეა 11 კმ, სიგანე 60-იდან 550 მ-მდე. ნაპირები სუსტადაა დანაწევრებული, ადგილ-ადგილ ფლატიანია. ზვირთცემა სუსტია. მდინარე რიონს წყალსაცავში წლიურად 5 მლნ. ტ-ზე მეტი მყარი ჩამონადენი შეაქვს, რის გამოც სწრაფად ისილება.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- აფხაზავა ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 306.