ყვირილა
იერსახე
| ყვირილა | |
|---|---|
|
მდინარე ყვირილა საჩხერესთან | |
| ქვეყანა |
|
| ტერიტორიული ერთეულები | იმერეთის მხარე, შიდა ქართლის მხარე |
| ქალაქები | საჩხერე, ჭიათურა, ზესტაფონი |
| სათავე |
რაჭის ქედი 42°29′01″ ჩ. გ. 43°40′41″ ა. გ. / 42.483667° ჩ. გ. 43.678167° ა. გ. |
| შესართავი |
რიონი 42°10′22″ ჩ. გ. 42°43′59″ ა. გ. / 42.172833° ჩ. გ. 42.733139° ა. გ. |
| სიგრძე | 140 კმ |
| აუზის ფართობი | 3630 კმ² |
| მდინარის სისტემა | ყვირილა → რიონი → შავი ზღვა |
|
| |
|
| |

ყვირილა — მდინარე დასავლეთ საქართველოში, რიონის მარცხენა შენაკადი. სათავეს იღებს რაჭის ქედზე, ძირულას შესართავამდე ხეობაში მიედინება, შემდეგ — დაბლობზე. მდინარის სიგრძე 140 კმ-ია, აუზის ფართობი 3630 კმ², წყლის საშუალო ხარჯი — 61 მ³/წმ ზესტაფონთან, 90 მ³/წმ — შესართავთან. ძირითადად საზრდოობს წვიმის წყლებით. ყვირილის აუზში მდებარეობს ჭიათურის მანგანუმის საბადოები. მის ნაპირზე გაშენებულია ქალაქები — საჩხერე, ჭიათურა, ზესტაფონი.
ვახუშტი ბაგრატიონი მდ. ყვირილას შესახებ წერს:
„გულოვანთას აღმოსავალ-სამჴრით, მცირეს მთას იქით, არს წონა, ადგილი გარმოხუეული მთებითა და შინაგან ვაკე. აქ არს მცირე ტბა. ამას გამოსდის ყვირილა და მიდის, ვითარცა აღვსწერეთ“ |
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართლის ცხოვრება. ტომი IV. ბატონიშვილი ვახუშტი. აღწერა სამეფოსა საქართველოსა. გვ. 767. სახელმწიფო გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“. თბილისი 1973.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
| ||||||||