დალის მთის წყალსაცავი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დალის მთის წყალსაცავი
კოორდინატები: 41°17′14″ ჩ. გ. 45°52′55″ ა. გ. / 41.28722° ჩ. გ. 45.88194° ა. გ. / 41.28722; 45.88194
მდებარეობა საქართველოს დროშა საქართველო
მოცულობა 140,0 კმ³
დალის მთის წყალსაცავი — საქართველო
დალის მთის წყალსაცავი
დალის მთის წყალსაცავი — კახეთის მხარე
დალის მთის წყალსაცავი

დალის მთის წყალსაცავი (დალის წყალსაცავი, დალის ტბა) — წყალსაცავი აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთის რეგიონში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში. გაშენებულია მდინარე ივრის ქვემო დინებაში,[1] ქალაქ დედოფლისწყაროდან დაახლოებით 30 კილომეტრში.[2] წყლის საერთო მოცულობა 140,0 მლნ. მ³. სასარგებლო მოცულობა 133,0 მლნ. მ³. სანაპირო ხაზი მეტწილად უსწორმასწოროა.[1] საზრდოობს მდინარე ივრიდან მიყვანილია ჭაჭუნის არხით, რომელიც ექსპლუატაციაში შევიდა 1992 წელს.

წყალსაცავში მოშენებულია თევზი. სიახლოვეს, მდინარე ივრის მარჯვენა სანაპიროზე, აღმართულია დალის მთა. წყალსაცავის სანაპიროსთან გაშენებულია სამონადირეო მეურნეობა „დალის მთა“.[2] ძუძუმწოვრებიდან ბინადრობს ნუტრია, ენოტი, ენოტისებრი ძაღლი, მგელი, კურდღელი, ტურა, მელა, გარეული ღორი. ბევრია ფრინველი, მათ შორის: კაკაბი, ხოხობი, რუხი იხვი, გარეული იხვი, მწყერი, მელოტა, წყლის ქათამი, ტყის ქათამი, ქედანი, გვრიტი და სხვა. თევზებიდან მნიშვნელოვანია: თეთრი ამური, ჭანარი, კობრი, სქელშუბლა, ხრამული, შამაია, ლოქო და სხვა.[2]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]