შინაარსზე გადასვლა

დიდი რუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დიდი რუ — სარწყავი არხი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფხვენისსა (სათავე) და ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბებნისს შორის. თარიღდება ფეოდალური ხანით და წარმოადგენს არქეოლოგიურ-ისტორიული ძეგლს. არხი რწყავს საქაშეთის, შინდისის, სასირეთის, ბებნისის მიწებს. არხში მოდინება მდინარე ლიახვის წყალი. გადმოცემით, იგი თამარ მეფის დროს აუგიათ. არხის გასწვრივ გამოვლენილია ფეოდალური ხანისათვის დამახასიათებელი წითლად გამომწვარი უხეშკეციანი თიხის ჭურჭლის ნამტვრევები. არხის ნაწილი ამჟამადაც მოქმედებს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]