ალგეთი
ალგეთი | |
---|---|
![]() მდინარე ალგეთი | |
ქვეყანა |
![]() |
ტერიტორიული ერთეულები | ქვემო ქართლის მხარე |
სათავე |
თრიალეთის ქედი 41°44′15″ ჩ. გ. 44°12′18″ ა. გ. / 41.737611° ჩ. გ. 44.205028° ა. გ. |
სათავის სიმაღლე | 1900 მ |
შესართავი |
მტკვარი 41°23′01″ ჩ. გ. 45°03′01″ ა. გ. / 41.383722° ჩ. გ. 45.050389° ა. გ. |
სიგრძე | 108 კმ |
აუზის ფართობი | 763 კმ² |
![]() ![]() | |
![]() |
ალგეთი[1] — მდინარე აღმოსავლეთ საქართველოში, თეთრიწყაროსა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში. სიგრძე 108 კმ, აუზის ფართობი 763 კმ². სათავე აქვს თრიალეთის ქედის სამხრეთ კალთაზე, კლდეკარის კლდეების მახლობლად (ზღვის დონიდან 1900 მ). ზემოწელში მიედინება სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ ღრმა, ტყიან, ხოლო სოფელ ტბისიდან — ვიწრო, კლდოვან ხეობაში, მარნეულთან კი გამოდის ვაკეზე მდინარე მტკვარს ერთვის მარჯვნიდან, სოფელ ქესალოს მახლობლად. საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლით. წლიური ჩამონადენის დაახლოებით 45%-ს შეადგენს წვიმის, 25%-ს — თოვლის, 30%-ს მიწისქვეშა წყალი. წყალდიდობა გაზაფხულზე და ზაფხულის დამდეგს იცის, წლის სხვა დროს წყალმცირეა. ჩამონადენის მინიმუმი ოქტომბერშია. გაზაფხულზე მოდის წლიური ჩამონადენის თითქმის 48,1% ზაფხულზე — 32,4%, ზამთარში — 11,6%, შემოდგომაზე — 7,9%.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 282.
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, გვ. 15, თბ., 1987.